ზიდანი:„ბასკებთან თამაში ყოველთვის რთულია“

ზინედინ ზიდანმა „ბილბაოს“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ბასკების წინააღმდეგ 3 ქულის მოპოვება ძნელი იქნებოდა. „ბილბაო“ საშინაო არენაზე განსაკუთრებით ძლიერია. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად სასურველ შედეგს მივაღწიეთ და ლიდერობა განვიმტკიცეთ.“

„სანაკრებო შეხვედრის გამო ორკვირიანი პაუზის აღება გვიწევს. ეროვნულ გუნდში არაერთი მადრიდისტაა გამოძახებული, ამიტომ დაახლოებით 10 დღის მანძილზე განახევრებული შემადგენლობით მოგვიწევს ვარჯიში, შემდეგ კი ინტენსიურ რეჟიმში გადავდივართ. აპრილში 9 თამაში გვაქვს, თანაც ძალიან მძიმე მეტოქეებთან, ამიტომ შანსი ყველა მოთამაშეს მიეცემა. ეს იქნება ახალი ფლატფორმა, სხვაგვარად გუნდი ძალებს ვერ აღიდგენს.“

„კარიმ ბენზემას თამაშით კმაყოფილი ვარ, მისი გამოსვლა ნამდვილად სამაგალითო იყო.“

„კრიშტიანო რონალდუმ გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“

„მოდრიჩის შეცვლა? ვფიქრობ, ხორვატი დაიღალა და ვასკესის თამაშში ჩართვით მეტი ბალანსი და სისწრაფე მივიღეთ.“

„კეილორ ნავასი როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იდგა, კოსტარიკელი კიპერი ძალიან საიმედოა.“

„„ბილბაოელთა“ მხრიდან ინიაკი ვილიამსის გამორჩევა შეიძლება, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე დიდ პრობლემებს გვიქმნიდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 18 მარტი 2017
  • 7306
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)