მადრიდის "რეალი" 80-87 ბილბაოს "ატლეტიკი"

მადრიდის ,,რეალის" საკალათბურთო გუნდმა შეწვიტა მოგებათა სერია ქვეყნის ჩემპიონატში."თეთრებმა" ბილბაოს "ატლეტიკთან" წააგეს ანგარიშით 80-87.


მადრიდელებმა პირველი პერიოდი საკმაოდ მშვიდად დაიწყეს. მოგვიანებით ისინი გააქტიურდნენ და მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს ანერვიულებდნენ, ხოლო ბილბაო კი ძალიან პასიურობდა, რაც შედეგზეც აისახა. პირველი პერიოდის ანგარიში 18-16 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ.

მეორე პერიოდის დაწყებისთანავე, მესინამ ტაქტიკა შეცვალა და მეტოქეთა პერსონალური აყვანა ბრძანა, რაც "თეთრებმა" შეასრულეს. კარგად თამაშობდნენ რეიესი და კაუკენასი. სამეფო კლუბმა 11 ქულიანი ჰანდიკაპი აიღო და 43-32 დაწინაურდა, მაგრამ პირველი ტაიმის დასასრულს არასასიამოვნო შედეგი დაფიქსირდა (45-41).

მესამე პერიოდიც კარგად დაიწყო და რეალმა ნამდვილად კარგი თამაში აჩვენა. არავინ არ ელოდა მეოთხე პერიოდში, რომ "თეთრები" დამარცხდებოდნენ, ხოლო რაც შეეხება მესამეს ის მადრიდელებმა 9 ქულიანი სხვაობით 67-58 მოიგეს.

მეოთხე პერიოდში კი ნამდვილი კატასტროფა მოხდა. ,,რეალი" მოეშვა თამაშს, ამ დროს კი ბილბაოს ძალიან კარგი კალათბურთელები ყავს და მათ ეს დაამტკიცეს. ისინი "ბლანკოსს" დაეწიენ და გადაასწრეს კიდეც. საბოლოო ანგარიში კი 80-87 დაფიქსირდა სტუმართა გუნდის სასარგებლოდ.


ინფორმაციის წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)