ზიდანი:„„ბარსელონა“ ახლა უფრო საშიშია, ვიდრე ადრე“

„ბეტისთან“ შეხვედრის წინ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა...


„ბერნაბეუ ჩვენი საშინაო არენაა, სადაც გამარჯვება ყველას უჭირს. ვეცდებით, ტრადიციული შეხვედრა გავმართოთ და სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს დიდი სიხარული მივანიჭოთ.“

„ალვარო მორატას მცირე დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა დღევანდელ ვარჯიშზე მისი გარჯით კმაყოფილი ვარ.“

„კატალონიის „ბარსელონა“ ახლა უფრო საშიშია, ვიდრე ადრე, რადგან უდიდესი მოტივაცია და მუხტი მიიღო.“

„ლუის ენრიკეს გუნდის „პსჟ“-სთან გამართულ დაპირისპირებაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან კატალონიელთა გამოსვლა ჩემი საქმე არ არის. მხოლოდ ლა ლიგის მომდევნო ტურზე ვფიქრობ.“

„ჩემი ფეხბურთელები „მშივრები“ არიან, მათ ტიტულების მოგება სურთ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.“

„მადრიდში ფეხბურთი ძალიან უყვართ, პრესა ბევრს აქტიურობს და ცდილობს ყველაფერი გააშუქოს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება. ვფიქრობ, რომ ფოკუსირება ჩემპიონატებზე უნდა გავაკეთოთ და სხვაზე არაფერზე ვიფიქროთ.“

„სერხიო რამოსის და კრიშტიანო რონალდუს სახით ორი უდიდესი ფიგურა გვყავს, რომლებსაც გუნდის წარმატებაში წვლილი შეაქვთ. კაპიტანი სწორედ ისეთი უნდა იყოს, როგორიც სერხიოა, მას შეუძლია თანაგუნდელების მოტივაციის ამაღლება.“

„როდესაც 4-4-2 სისტემას ვიყენებთ, მეტი ბალანსი გვაქვს, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს ტაქტიკა „რეალისთვის“ მისაღებია.“

„კაზემირო ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ის დაგვაკლდება, მაგრამ გუნდში შესაბამისი რესურსი არსებობს.“

„რატომ ვისაუბრე იმაზე გავყიდით თუ არა ხამესს და ისკოს? ეს ხომ ზაფხულის საკითხებია? მე ვფიქრობ, რომ დღევანდელობაზე საუბარი გაცილებით უპრიანი იქნება.“

„მადრიდის „რეალში“ ძალიან კარგი სიტუაციაა, ფეხბურთელებს ერთმანეთთან ბრწყინვალე ურთიერთობა აკავშირებთ, რითიც ვამაყობ.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 მარტი 2017
  • 9088
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)