ზიდანი:„მარსელო და კარვახალი მოედანზე არ უნდა გასულიყვნენ“

ზინედინ ზიდანმა „ეიბარის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მეტოქეს დიდ პატივს ვცემდით, ვინაიდან ვიცოდით, რომ ეს გუნდი საშინაო არენაზე საკმაოდ კარგად გამოიყურება. პირველ ნახევარ საათში შესანიშნავი შთაბეჭდილება დავტოვეთ და სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ, შემდეგ კი ყველაფერი მშვიდად განვითარდა.“

„როტაცია იმიტომ განხორციელდა, რომ ამის საჭიროება დადგა. მარსელო და კარვახალი მოედანზე არ შევუშვი, ისინი გადაღლილები იყვნენ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებოდნენ თამაშში, თუ მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა.“

„გუნდი ყველა თამაშს კარგად ვერ ჩაატარებს, წინა ტურებში აშკარა ჩავარდნა გვქონდა, ახლა კი მობილიზება და კიდევ უფრო კარგი ფეხბურთის ჩვენება გვმართებს.“

„კარგად ვითამაშეთ კონტრშეტევაზე და ასევე შესანიშნავად ვაკონტროლებდით ბურთს. გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და თითოეულ ფეხბურთელს დიდ მადლობას ვუხდი.“

„კარიმ ბენზემამ ბრწყინვალე წარმოდგენა დადგა. ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ძალიან მახარებს.“

„ახლა დროა „ნაპოლიზე“ გადავერთოთ და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლაზე ვიფიქროთ.“

„ლუკა მოდრიჩი ნამდვილი პროფესიონალია, მან მოედანი დიდი ოვაციების ხარჯზე დატოვა, რადგან დიდი ავტორიტეტი აქვს. ხორვატი ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლავთ.“

„მარკო ასენსიოს გამოსვლით კმაყოფილი ვარ. გარკვეული პაუზის შემდეგ ესპანელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი კლასი.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 მარტი 2017
  • 7493
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)