მარიო ბერმეხოს აზრით, ხერესს შეუძლია რეალთან მოგება

სამეფო კლუბის დღევანდელი მეტოქე ხერესი იქნება, რომელიც "ბლანკოსს" საკუთარ სტადიონზე მიიღებს, მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აუტსაიდერთა გუნდის ფორვარდმა, მარიო ბერმეხომ. მისი აზრით ხერესს აქვს იმის ძალა, რომ დიდი კონკურენცია გაუწიოს "თეთრებს" და გამარჯვებას მიაღწიოს...


"ჩემი აზრით ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ შევერკინოთ მადრიდის რეალს და შევძლოთ სამი ქულის მოპოვება, საკუთარი კედლები დიდ ძალას გვმატებს, ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს, დარწმუნებული ვარ სტადიონი გადაივსება და ხერესის გულშემატკივრები სტვენით აიკლებენ ყველაფერს".

"ჩვენ აუტსაიდერები ვართ და პრიმერადან გავარდნის მთავარ კანდიდატებად მივიჩნევით, მაგრამ შანსი ჯერ კიდევ არის რადგან ნახევარი სეზონი წინაა და სიტუაციის გამოსწორება თავისუფლად შეიძლება, ცოტა ხნის წინ დიდი ხნის პაუზის შემდეგ მოვახერხეთ გამარჯვება და აქტივში 3 ქულით მეტის ჩაწერა, იმედი მაქვს პელეგრინის გუნდთანაც ანალოგიური განმეორდება და შევძლებთ თამაშის ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას" dle 10.1

  • Hala
  • 13 თებერვალი 2010
  • 1489
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)