ზიდანი:„დიდი სიხარულით გამცნობთ, რომ ბეილი სულ მალე დაბრუნდება“

ზინედინ ზიდანმა „ნაპოლისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება. 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ დაპირისპირებას გავმართავთ, სადაც დიდი ყურადღების გამოჩენა და საუკეთესო თამაშის ჩვენება გვმართებს.“

„სიხარულით მინდა გამცნოთ, რომ გარეთ ბეილი სულ მალე დაბრუნდება. უელსელი ფეხბურთელი ორშაბათიდან მოყოლებული მაქსიმალურად იტვირთება და ნელ-ნელა ფორმაში შედის.“

„ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად საჭიროა უდიდესი ძალისხმევა და ურთულესი გზის გავლა, რომელიც საკმაოდ გრძელია.“

„იტალიური „ნაპოლი“ საკმაოდ დიდი კონკურენტია, ამიტომ სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს.“

„იტალიური ფეხბურთი საკმაოდ მაღალ დონეზე დგას, „ნაპოლი“ კი მნიშვნელოვნად ვითარდება, ეს გუნდი იბრუნებს იმ ავტორიტეტს, რომელიც წლების წინ ჰქონდა. ნეაპოლელებს შესანიშნავი დამრიგებელი ჰყავთ.“

„მეორე მატჩის იტალაიში ჩატარება? ვეცდებით, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ აღელვების საფუძველი არ გვქონდეს.“

„ტონი კროოსმა საკმაოდ ხანგრძლივი ვადით დაისვენა, ახლა კი ჩვენ დაგვეხმარება.“

„ტურინის „იუვენტუსში“ გავიზარდე როგორც ფეხბურთელი, მადრიდის „რეალში“ კი დიდი გამოცდილებით მივიღე. სამწვრთნელი საქმიანობაში კი „ბლანკოსში“ ვიხვეწები.“

„კრიშტიანო რონალდუ და კარიმ ბენზემა ერთმანეთს ბრწყინვალედ უგებენ, მათი კომბინირება ჩვენი დიდი უპირატესობაა.“

„ხამეს როდრიგესი მზად არის სათამაშოდ. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ხვალ.“

„მარადონას დიდ პატივს ვცემ, ის მადრიდში იმყოფება. ალბათ „ნაპოლის“ უქომაგებს.“

„იტალიელები სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებენ, მათ ევროპულ ასპარეზზე დიდი გამოცდილება აქვთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 თებერვალი 2017
  • 6604
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)