RealMadrid Vs Liga de Quito [Preview]

შეგახსენებთ, რომ დღეს 00:30-ზე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება "ლიგა დე ქუიტო". საბედნიეროდ პეპემ მოიშუშა ტრავმა და იგი დღევანდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.


B ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მადრიდის "რეალისა" და "დე ქუიტოს" დაპირისპირება გადამწყვეტია. ორივე გუნდს თითო-თითო მატჩი აქვს ჩატარებული. ქულების რაოდენობით კი "დე ქუიტო" 2 ქულით უსწრებს სამეფო კლუბს, აქედან გამომდინარე მადრიდის "რეალს" მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

პელეგრინი აჯამებს "ალ-იტიჰადთან" დაშვებულ შეცდომებს და გუნდს ახალ დარიგებებს აძლევს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს თეთრებს დაეხმარება პეპეც, რომელმაც "შემროკ როვერსთან" ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო. მანუელმა 20 მოთამაშე გამოიძახა. სამწუხაროდ გუნდს ისევ ვერ ეხმარებიან ვან ნისტელროი და მაჰამადუ დიარა. დღეს ვერ ითამაშებენ ასევე ჰაინცე, გარაი, ვან დერ ვაარტი და კლას იან ჰუნტელაარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამოდენიმე დღის წინ მადრიდის "რეალს" შეუერთდნენ იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი და რიკარდო კაკა. თუმცა ისინი ვერ ითამაშებენ მშვიდობის თასზე.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com


სტატიის ავტორი: El Gio
dle 10.1

  • Junior
  • 28 ივლისი 2009
  • 4269
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)