ზიდანი:„სამეფო თასის ფინალი ბერნაბეუზე არ ჩატარდება“

ზინედინ ზიდანმა „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„ელ სადარზე“ თამაში ყოველთვის დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, „ოსასუნა“ კი საკმაოდ მძიმე მეტოქეა. მზად ვართ, ვიბრძოლოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ.“

„ვიცით, რომ გულშემატკივართა დიდი არმია „ოსასუნას“ ბოლომდე დაუჭერს მხარს, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ.“

„მადრიდის „რეალის“ სქემა არასდროს იცვლება. ტაქტიკის როტაციას მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როდესაც ფეხბურთელების პრობლემა გვაქვს.“

„ვიგოელებთან მატჩის გადადება ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას დავემორჩილეთ. ვთვლით, რომ 2 კვირიანი დასვენება ზედმეტი იყო, ახლა კი რთული კალენდარი გველის.“

„ხვალინდელი თამაშის გარდა არაფერზე ვფიქრობთ. მთავარი საზრუნავი სწორედ „ოსასუნას“ დამარცხებაა.“

„ვიგოელებთან მატჩი ამ თვეში არ გაიმართება, რადგან ამის დრო ფიზიკურად არ არის.“

„კეილორ ნავასი შესანიშნავი მეკარეა, მისი იმედი მაქვს. რა მოხდება მომავალში ნამდვილად ვერ გეტყვით.“

„მე მიყვარს ისკო ალარკონის სტილი, ის შესანიშნავი ნახევარმცველია. გაგრძელდება თუ არა კონტრაქტი ორივე მხარე გადაწყვეტს.“

„მსაჯების გადაწყვეტილებები მუდამ სწორი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ ვერაფერს შევცვლით.“

„გარეთ ბეილი დაგეგმილზე ადრე დაბრუნდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის გავა მოედანზე უელსელი.“

„კარვახალი და მოდრიჩი მზად არიან. ვნახოთ, ითამაშებენ თუ არა ხვალ.“

„პრეზიდენტს ვესაუბრე და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სამეფო თასის ფინალი ბერნაბეუზე არ ჩატარდება, ვინაიდან სტადიონი განახლებას იწყებს.“

„„პსჟ“ თუ „ბარსელონა“? ორივე გუნდი უძლიერესია, დიდ სანახაობას ველით.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 თებერვალი 2017
  • 6434
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)