კეპლერ პეპე

კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირა - დაიბადა 1983 წლის 26 თებერვალს ბრაზილიაში. ხალხი იცნობს მას როგორც „პეპე“, მადრიდის რეალის და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი.


იგი ცნობილია თავისი აგრესიული ხასიათით. მისი ახალგაზრდული კარიერა დაიწყო ბრაზილიურ კლუბ „კორინთიასში,“ 2001/02 სეზონში პეპე ევროპაში ჩამოვიდა და კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ „მარიტიმუსთან“ "მარიტიმუში" პეპე სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, სადაც 3 გოლიც გაიტანა და შემდეგ იგი "პორტუში" გადაბარგდა.

"მარიტიმუში" და "პორტუში" პეპეს თამაშმა ბევრი აღაფრთოვანა. მისი შეძენა სურდა ლისაბონის "სპორტინგს", მაგრამ ფეხბურთელის ტრანსფერი "სპორტინგში" არ გაიჩარხა.ასევე პეპეს შეძენა ძალიან უნდოდა მის ყოფილ მწვრთნელს "მარიტიმუში" .იგი პეპეს "რენში" ეპატიჟებოდა.მაგრამ ლასლო ბოლონის წინადადებაზე ცენტრალურმა მცველმა უარი თქვა.

მიუხედავად იმისა, რომ პეპე კარგად თამაშობდა, მაინც მისი პროგრესი ბრაზილიის ნაკრებში არ შეიმჩნევოდა. ამის გამო პეპემ გადაწყვიტა, რომ პორტუგალიის მოქალაქეობა მიეღო და პორტუგალიის ეროვნულ გუნდში ეთამაშა.ყველა ევროპულ ნაკრებს სურდა პეპეს საკუთარ გუნდში ხილვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ცენტრალური მცველისთვის ოცნება იყო პორტუგალიის ნაკრებში ასპარეზობა.საბოლოოდ.

თითქმის ყველა ევროპულ გრანდს სურდა პეპეს გადაბირება, მაგრამ წარმოშობით ბრაზილიელმა მცველმა მაინც "რეალი" აირჩია.პეპე "ბლანკოსის" თვალში შემდეგი ფაქტორების გამო მოხვდა: კარგად ირჩევს პოზიციას,ბრწყინვალედ ართმევს ბურთს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს და ტაქტიკურადაც კარგად თამაშობს. "ბლანკოსში" მისვლიდან რამდენიმე თვეში "პეპემ" ესპანურ პრესასთან შემდეგი განაცხადა:"პორტუ" - ეს მხოლოდ ნაბიჯია ჩემს კარიერაში, რადგან ჩემი ოცნება დაკავშირებული იყო "მადრიდის რეალთან".

2007-2008 წლის სეზონი
2007 წლის 10 ივლისს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ პეპე გადავიდა „მადრიდის რეალში“ და ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს. ამ სეზონში მანგაიტანა მხოლოდ ერთი გოლი, ისიც საკუთარ კარში.

2008-2009
პეპეს დაზიანებებით მუდმივად შეფერხდა მთელი 2008-2009 წლების „კამპანია“. 2009 წლის 21 აპრილს, ბერნაბეუზე ხეტაფეს წინააღმდეგ მატჩში (2-2) მან ძალიან იუხეშა ხავიერ კასკეროს წინააღმდეგ, სადაც მან ხეტაფეს ნახევარმცველი არ დაინდო და სასტიკად გაუსწორდა, მსაჯმა მას წითელი ბარათი მისცა და რამდენიმე შეხვედრის გამოტოვებაც მოუწია.

2009-2010
პეპე დაბრუნდა „მოითხოვოს“ თავისი ადგილი დაცვის ხაზში. 2009 წლის 4 ოქტომბერს მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ლა ლიგაში სევილიას წინააღმდეგ „სანჩის პისხუანზე“. ამავე წლის 12 დეკემბერს ვალენსიასთან მატჩში (3-2) საჰაერო ნახტომის შემდეგ უხერხულად დაეშვა მიწაზე და მარჯვენა მუხლზე დაზიანება აღმოაჩნდა, მან დასძინა: „მე მომენატრება დანარჩენი სეზონი“

2010-2011 წლის სეზონი
პეპე შეუერთდა მადრიდის რეალში თავის თანამემამულეებს რიკარდო კარვალიოს და ჟოზე მოურინიოს. ბევრი იწერებოდა რეალიდან მისი წასვლის შესახებ თუმცა საბოლოოდ მან ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს 2015 წლამდე.

2011-2012
2011 წლის 12 ივლისს პეპემ გაახანგძლივა კონტრაქტი „მადრიდის რეალთან“ 2015-16 წლამდე და 6 ნოემბერს გაიტანა მეორე გოლი ლა ლიგაში ოსასუნას წინააღმდგ და მოიგო ლა ლიგა (7-1)

2012-13
2012 წლის 19 აგვისტოს ვალენსიას წინააღმდეგ (1-1) პეპე შეეჯახა იკერ კასილიასს და მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც დაკვირვების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს

2013-14 წლის სეზონი
გუნდის სათავეში მოვიდა კარლო ანჩელოტი და პეპემ იზეიმა ჩემპიონთა ლიგის მოგება რეალთან ერთად, ფინალში ვერ ითამაშა ტრავმის გამო .

პეპემ და რამოსმა საუკეთესო დუეტი შექმნეს „რეალის“ დაცვის ცენტრში.

საკლუბო კარიერის გარდა პეპემ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ითამაშა 2010 და 2014 წლის მსოფლიო და 2008, 2012, 2016 ევროპის ჩემპიონატებზე. 2016 წელს ედერის გოლით პორტუგალიამ საფრანგეთი დაამარცხა და პეპემ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, ის ამ ტურნირის საუკეთესო მცველი გახდა.

2016-17

გუნდი ლა ლიგის ცხრილის სათავეშია, პეპეს „რეალიდან“ აბარგების შანსი დიდია, თავად პეპეს არ სურს კლუბის დატოვება, გთავაზობთ კომენტარებს:
ტომას რონსერო:„უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კეპლერ პეპე „რეალს“ დატოვებს. ეს გადაწყვეტილება მართებულად არ მიმაჩნია, რადგან პორტუგალიელს კიდევ ბევრი შეუძლია.“

ჟორჟე მენდეში:„დარჩება თუ არა პეპე გუნდში, ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.“
რონალდუ:„კეპლერის წასვლის შემთხვევაში ძალიან გულდაწყვეტილი ვიქნები. ესპანეთის დედაქალაქში ჩამოფრენის დღიდან ის ჩემს გვერდით დგას და ყოველთვის მხარს მიჭერს.“

თავად პეპეს კომენტარი ასეთია:
„ყველაფერს ისეთი პირის უჩანს, რომ მადრიდის „რეალიდან“ აბარგება მომიწევს.“

P.Sსტატიის მოწოდებისთვის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ვებ-გვერდის მომხმარებელს - Ronaldo_7 dle 10.1

  • Hala
  • 2 თებერვალი 2017
  • 4083
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)