ზიდანი:„რონალდუს დასვენება სჭირდებოდა, ხვალ კი ითამაშებს“

ზინედინ ზიდანმა ანდალუსიაში მორიგი ვიზიტის წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა...


„ეჭვი არ მეპარება, ძალიან რთული მატჩი გველის. ანდალუსიური კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 3 ქულა მოიპოვოს და მეორე ადგილი შეინარჩუნოს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯებიან, ჩვენი მიზანი მოგება იქნება, თაყვანისმცემელთა გახარება უნდა მოვახერხოთ.“

„თუ ჩვენს სტილს და ხასიათს გამოვამჟღავნებთ, მეტი შანსი გვექნება. „სევილია“ აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ ადეკვატური რეაქციაა საჭირო.“

„ლა ლიგაში ყველა მატჩს მნიშვნელობა აქვს. „ლა კოპაზე“ 3-3 დაფიქსირდა და კმაყოფილი ვიყავი, რადგან წინა პაექობა 3-0 გვქონდა მოგებული, მაგრამ ახლა ფრე ხელს აღარ გვაძლევს, მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.“

„რონალდუს მძიმე კვირა ჰქონდა, ამიტომ ხუთშაბათს დასვენების საშუალება მივეცი. პორტუგალიელი ფეხბურთელი აბსოლუტურად ყველა ასპექტში მოწოდების სიმაღლეზე დგას და კარგად არის, ხვალ „შვიდიანი“ სასტარტოდან დაიწყებს.“

„ჩვენ გვჯერა, რომ მწვერვალების დაპყრობა შეგვიძლია. ლა ლიგის პირველი წრე სრულდება, მეორე ნახევარს მადრიდის „რეალი“ ბრწყინვალე ფორმაში ხვდება. იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება სეზონის ბოლომდე და დასახულ მიზანს მივაღწევთ.“

„სერხიო რამოსი არამხოლოდ მადრიდის „რეალის“, არამედ სრულიად ესპანეთის საყვარელი ფიგურაა, ის სამაგალითო კაპიტანი გახლავთ. მოვუწოდებ სევილიელ ქომაგებს და ყველას, ვისაც ამ ფეხბურთელთან შეხება ჰქონია, გამოიჩინეთ მაქსიმალური პატივისცემა.“

„ძალიან სამწუხაროა, რაც ანდალუსიაში მოხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველასათვის სამაგალითო ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე დავსვამ. რამოსის დახმარება გუნდს სჭირდება, ეს თემა დახურულია.“

„მარკო ასენსიოს გარჯას ყოველთვის დავუფასებ. ესპანელ ახალგაზრდას უდიდესი კონკურენციის კვალდაკვალ უწევს მუშაობა, მაგრამ ბრძოლას განაგრძობს და არაერთ სიურპრიზს გვთავაზობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 იანვარი 2017
  • 5665
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)