ზიდანი: "რთული მატჩი გამოდგა"

„სევილიასთან“ გამართული მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა ინტერვიუ ჩაწერა...


"უკმაყოფილი ვარ იმ განცხადებებითა და ლანძღვით, რაც რამოსის მიმართ გაისმის. სერხიო აქ დაიბადა და „სევილიას“ ღირსებასაც დიდი ხნის განმავლობაში იცავდა. ის ამ კლუბს ყოველთვის კარგად მოიხსენიებდა. გოლის აღნიშნვნის დროს ესპანელს არანაირი ცუდი ქმედება არ ჩაუდენია."

"მატჩი ძალიან რთული გამოდგა. სამპაოლის გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ვფიქრობ, რომ გამარჯვებსაც იმსახურებდნენ კიდეც. შევძელით და ორმატჩიან დაპირისპირებაში მეოთხედფინალური საგზური მოვპოვეთ, რაც ნამდვილად სასიხარულოა."

„მასპინძილებმა ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ალბათ მეტი დაიმსახურეს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პირველ პაექრობაში 3-0 დავაფიქსირეთ და „სანჩეს პისხუანზე“ მშვიდად გავედით, ჩვენ არ გვჭირდებოდა ძალების მაქსიმალური დახარჯვა. მთავარია, ხასიათი გამოვავლინეთ და ფრე დავაფიქსირეთ.“

„მჯერა, რომ კვირას გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. ორ რაუნდიდან ბრძოლაში 3-6 ვიმარჯვეთ, ახლა კი ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ და „სევილიურ“ კლუბს ჩვენი რეალური ზალა ვაჩვენოთ, ჩვენ გვჭირდება მეორეადგილოსანის დამარცხება.“

„კარგია, რომ გუნდში არსებულ რესურსს სრულად ვითვისებთ. დღეს ჩემი ფეხბურთელები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და მაქსიმალურად დაიხარჯნენ. სათადარიგოთა სკამზე ხშირად მსხდომმა მოთამაშეებმა საკუთარი ძალა აჩვენეს და ძალიან გამახარებს. როტაცია აუცილებელია, სხვაგვარად სეზონის დასკვნით ეტაპს მაღალ დონეზე ვერ შევხვდებით.“

„40 წაუგებელი დაპირისპირება მართლაც საამაყოა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ყველა თამაშის მოგებისთვის ბრძოლას.“

„სერხიო რამოსი რა თქმა უნდა, ძალიან ნაწყენია, მაგრამ ის აუცილებლად გამოემგზავრება მეორედ „სევილიაში“ და საკუთარი გუნდის დახმარებას ეცდება. სერხიოს უყვარს ანდალუსიელი ხალხი, რადგან სწორედ აქ ჩამოყალიბდა ფეხბურთელად.“

„მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირის მანძილზე ერთ გუნდთან 3-ჯერ ვასპარეზობთ, ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ და საუკეთესო შედეგის იმედი გვაქვს.“


Marca dle 10.1

  • Madri
  • 13 იანვარი 2017
  • 7975
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (109)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)