გონსალო იგუაინი–მადრიდის თილისმა

მადრიდის „რეალის“ სული და გული, ახალი რაული და გულშემატკივრის საყვარელი ფეხბურთელი, ვინ არის? ადვილად მიხვდებით, ეს ხომ პიპიტაა.


გონსალო იგუაინი, იგივე პიპიტა მადრიდში 2007 წლის ზამთარში გამოჩნდა, იმ დროს როდესაც სამეფო კლუბში დიდი კრიზისი მძვინვარებდა... ეს ის ახალგაზრდა არგენტინელი ტალანტია, რომელიც გარშემომყოფებს აღაფრთოვანებდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მათ წინ ასეთი ნიჭიერი და სამეფო კლუბის წარმატების მთავარი შემოქმედი იმყოფებოდა.

მაშინ, როდესაც „ბარსელონა“ ტიტულებს იგებდა, პიპიტა „ბლანკოსის“ ისტორიას ქმნიდა. იგუაინმა საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო, გონსალო „თეთრების“ ლიდერის რანგში მოგვევლინა, არგენტინელი მთელრიგ თამაშებს მარტო იგებდა. ეს ის 20 წლის ახალგაზრდაა, რომელიც შრომისმოყვარეობით და მონდომებით, რაულს მოგვაგონებს, იმ დიდ ფეხბურთელს, რომლითაც თითოეული მადრიდისტა ამაყობს.

გონსალო იგუაინი–მადრიდის თილისმა

121 თამაში და 58 გოლი, ამით ყველაფერია ნათქვამი, პიპიტა მხოლოდ 22 წლის ყმაწვილია და უკვე მადრიდის "რეალის" შემადგენლობის უცვლელი წევრი. გონსალო იგუაინმა პირველად "ბლანკოსის" მაისური 2007 წლის იანვარში მოირგო. მისი დებიუტი სამეფო კლუბის რიგებში "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ შედგა–„სანტიაგო ბერნაბეუზე“, იმ მატჩის შემდეგ პიპიტამ ასეთი კომენტარი გააკეთა:"ასეთი დიდი მოედანი არასოდეს არ მინახავს, ასეთი გულშემატკივარი, აქ ყველაფერი დიდებულია..." იმ შეხვედრაში ახალგაზრდა არგენტინელმა საგოლე გადაცემა გააკეთა და მთელი მადრიდული პუბლიკა აალაპარაკა...

გავიდა რამოდენიმე თვე, იგუაინი კი ნელ–ნელა ფეხს იკიდებდა სამეფო კლუბში, მაგრამ მისთვისაც დაიწყო უიღბლობებათა კასკადი, ჯერ იყო და მძიმე ტრავმა მიიღო, შემდეგ მოედანს ცუდ ფორმაში დაუბრუნდა და საერთოდ დაკარგა ადგილი განაცხადში... მაგრამ პიპიტა რის პიპიტაა, თუ რაიმეთი არ გაგვაკვირვა, მან ერთი შანსი სთხოვა იმდროინდელი "რეალის" მთავარ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს და გამოცდილმა სპეციალისტმაც არ დააყოვნა... გამოვიდა მოედანზე გონსალო და დაიწყო სასწაულების მოხდენა, გოლს გოლზე იტანდა, მოჰქონდა გამარჯვებები და "სანჩისების" გულს ნელ–ნელა ეუფლებოდა. ასეთი პროგრესის შემდეგ მან ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც განაცხადა:"მე ძალიან ახალგაზრდა ვარ და ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი."
გონსალო იგუაინი–მადრიდის თილისმა

ეს ყველაფერი არ არის... მიმდინარე სეზონის დასაწყისში, პიპიტას გუნდის დატოვებასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ პელეგრინის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და იგუაინი მადრიდში დატოვეს. მაშინ, როდესაც „ბლანკოსის“ მაისური კრიშტიანო რონალდომ, რიკარდო კაკამ და კარიმ ბენზემამ მოირგეს, ერთი შეხედვით გონსალო უიმედო მდგომარეობაში ჩავარდა. საფეხბურთო კრიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ არგენტინელი ახალგაზრდა ჩაიკარგებოდა დიდ კლუბში და მომავალს გაიფუჭებდა. მათდა საპასუხოდ, პიპიტა გულისამაჩუეყებელ განცხადებებს აკეთებდა...“მე მადრიდისტად დავიბადე და არსად წასვლას არ ვაპირებ“ (ინტერვიუ „As”-ის ჟურნალისტებთან) „ყველაფერისთვის მზად ვარ, სხვა კლუბში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია“ (ინტერვიუ „Marca”–თან).

რაც მთავარია, იგუაინმა ყველაზე რთული ეტაპი გადალახა, მან „სანჩისების“ გული მოინადირა და ღირსეულ მადრიდისტად მოინათლა. ახალგაზრდა არგენტინელმა პირველი „ელ კლასიკო“ 2008 წლის ზამთარში გამართა, რომელშიც მხოლოდ 15 წუთი დაჰყო მოედანზე. სწორედ ამ დროიდან იწყება პიპიტას აღმავლობის ხანა...
გონსალო იგუაინი–მადრიდის თილისმა

დღეს უკვე პიპიტა გუნდის უცვლელი წევრია, სამეფო კლუბის მესვეურები გრძნობენ, თუ რაოდენ საჭირო ფეხბურთელია იგი „ბლანკოსისთვის“. „თეთრებში“ უდიდესი კონკურენციაა, როდესაც ერთ გუნდში ამდენი ვარსკვლავი გამოდის, არჩევანის გაკეთება ძნელია, მაგრამ ეს არანაირად არ უჭირს პელეგრინის. ჩილელი სპეციალისტი ღიად აცხადებს, რომ მის გუნდში პიპიტას ადგილს ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ დაიკავებს, გონსალო გუნდის თილისმა და ახალი რაულია.

იმაზე საუბარი ზედმეტია, რომ ამჟამინდელი მადრიდის „რეალის“ უდავო ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა. უბრალოდ აღსანიშნავია, რომ როცა პორტუგალიელი სკამზე ზის, მაშინ გუნდი იგუაინის ხელშია, სწორედ ეს არგენტინელი აკონტროლებს შეტევებს, ის იტანს გადამაწყვეტ გოლებს და უზრუნველჰყოფს თანაგუნდელების წარმატებულ ასპარეზობას.

ამ დრომდე, პიპიტას მთავარ მინუსად არასტაბილურობა და მომენტების გამოუყენებლობა ითვლებოდა, მაგრამ მაშინ ის ახალგაზრდა ყმაწვილი იყო, ახლა კი გონსალო გამოცდილი და პროფესიონალი მადრიდისტაა. დიახ, სწორედ ასეა, მარადონას ფავორიტი და პელეგრინის საყვარელი ფეხბურთელი, „სანჩისების“ იმედი და მომავალი ისტორიის შემოქმედი, ახალგაზრდა გონსალო იგუაინია.
გონსალო იგუაინი–მადრიდის თილისმა

არგენტინელი ფორვარდი ყველასგან გამოირჩევა, ის ძალიან სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერია, ასეთი გაბარიტებით ძალიან იშვიათად თუ ვინმე დაიტრაბახებს. პიპიტას ერთი დევიზი აქვს „დაუღალავი შრომით წარმატებისკენ“. ამ დევიზით და წრფელი გულით, ახალგაზრდა ვინგერი აგრძელებს თავის მადრიდულ კარიერას და განაგრძობს გულშემატკივრის აღფრთოვანებას.

თვით დიეგო არმანდო მარადონაც კი გაკვირვებულია იგუაინის ასეთი მოქმედებებით. გახსოვთ ალბათ ის დრო, როდესაც ფეხბურთის უგვირგვინო მეფე გონსალოს მიმართ უნდობლობას გამოხატავდა და ეროვნულ ნაკრებში არამც და არამც არ იძახებდა. საბედნიეროდ დღეს ყველაფერი შეიცვალა, პიპიტა მსოფლიო ჩემპიონატზეც გაემგზავრება და არგენტინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშებს.–ეს განცხადება თვითონ მარადონამ გააკეთა.
გონსალო იგუაინი–მადრიდის თილისმა

პიპიტამ სეზონის დასაწყისში ბეწვის ხიდზე გაიარა, როდესაც ასეთ კონკურენციას შეეჭიდა, მაგრამ წვრილი ხიდი გოლებით გაამაგრა და დღესაც ამ გზით მიიწევს სიმაღლეების დასაპყრობად...


ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 11 თებერვალი 2010
  • 2321
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)