ზიდანი:„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ადვილი არ არის“

ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ადვილი ნამდვილად არ არის. მსურს, მივულოცო ყველა მოთამაშეს, რადგან ვთვლი, რომ საოცარი წარმოადგენა დადგეს. პირველ ტაიმში გუნდი ორგანიზებულად უტევდა და სიმწვავე ხშირად შეიმჩნეოდა.“

„მეორეხარისხოვანი დაპირისპირებები არ არსებობს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მეტოქე „სევილიაა“, თუმცა მერწმუნეთ, ჩემ გუნდს შესაბამისი რესურსი აქვს და სათადარიგოთა სკამზე მსხდომი ფეხბურთელები დიდ პოტენციალს ფლობენ. ყველა ყოველთვის ვერ ითამაშებს, მაგრამ ბოძებული შანსი ყოველთვის უნდა გამოიყენონ.“

„წინ უდიდესი ნაბიჯი გადავდით. კარი მშრალად შევინარჩუნეთ, მეტოქეს კი 3 გოლი გავუტანეთ, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი სევილიაში გადაწყდება.“

„თამაში ძალიან მომეწონა. პირველ ტაიმში ვცდილობდი, რომ ჩართული ვყოყილიყავი, მეორე ნახევარში კი შედარებით დავმშვიდდი.“

„მე ვფიქრობ, „სევილია“ ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ამიტომ მათთან 3-0 მოგება იოლი არ არის.“

„აუცილებელია სტანდარტულების მაქსიმალურად ათვისება, ვინაიდან ეს კომპონენტი თანამედროვე ფეხბურთში დიდ როლს თამაშობს.“

„უკვე 1 წელია მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი ვარ. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ანდალუსიელებთან კარგი თამაშით შესანიშნავი საჩუქარი გამიკეთეს.“

„დასვენებამ კარგად იმოქმედა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ძალების აღდგენა გვჭირდებოდა. ვფიქრობ.“

„ხამესმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კოლუმბიელი ფეხბურთელი მნიშვნელოვანი ფიგურაა, ისე როგორც სხვები.“

„მიუხედავად იმისა, რომ „რეალს“ BBC ვერ ეხმარებოდა. შესანიშნავი წარმოდგენა დავდგით.“

„ეს მატჩი სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ და ლა ლიგაზე გადავერთოთ, სადაც „გრანადას“ დავუპირისპირდებით. 7 იანვარს მნიშვნელოვანი პაექრობა გველის.“

„მიხარია, რომ წაუგებელ მატჩთა სერია გრძელდება, ეს საბოლოო ჯამში წარმატებაზე აისახება.“

„კრიშტიანო რონალდუ შაბათს გუნდთან ერთად იქნება, ახლა კი მან დაისვენა.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 იანვარი 2017
  • 7420
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (218)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)