ოსკარ ხიმენესი: გრანერო პროდუქტიული ფეხბურთელია

ცნობილმა ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა ოსკამ ხიმენესმა , სამეფო კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ესტებან გრანერო შეაქო, მისი აზრით ახალგაზრდა კანტერანო "ბლანკოსისთვის" ძალიან ბევრს უნდა ნიშნავდეს რადგან იგი პროდუქტიული ფეხბურთელია.


"გრანერო არის ფეხბურთელი, რომლის იმედის ქონდა ნებისმიერ მომენტში შეუძლია მთავარ მწვრთნელს, ახალგაზრდა ფეხბურთელი ყველა თამაშში ცდილობს დაამტკიცოს თავისი კლასი და ის, რომ იმსახურებს ისეთი დონის კლუბში თამაშს, როგორიც მადრიდის რეალია. გრანერო ძალიან პროდუქტიული ფეხბურთელია, მას არაერთ პოზიციაზე შეუძლია თავისი ძალების გამოყენება, იგი არ არის ერთი პოზიციის ფეხბურთელი, ნახევარდაცვაში არ არსებობს წერტილი სადაც იგი ვერ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას".

"მანუელ პელეგრინი ჭკვიანი მწვრთნელია და მიხარია, რომ ესტებანს აძლევს საკუთარი ძალების გამოვლენის საშუალებას. კანტერანომ ბოლო მატჩებში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, გააკეთა საგოლე პასები, თვითონაც გაიტანა გოლები და იყო აქტიური. ახალგაზრდა ფეხბურთელს სხვას ვერაფერს მოსთხოვ, იგი მართლაც იდეალურია".

"ვფიქრობ, მოვა დრო, როდესაც გრანერო მსოფლიოს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იქნება. როდესაც იგი ხეტაფეში იყო განათხოვრებული უკვე ჩანდა, რომ შეძლებდა უმაღლეს დონეზე თამაშს, დღევანდელ მადრიდის რეალში ძალიან დიდი კონკურენციაა, ახალგაზრდა ფეხბურთელს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან უწევს კონკურენციის გაწევა, ეს კი არც ისე იოლი საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იგი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის და შექმნის კარგ ეპოქას სამეფო კლუბში" dle 10.1

  • Hala
  • 11 თებერვალი 2010
  • 1608
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)