ზინედინ ზიდანი:„ჩემი გუნდი მსოფლიო ჩემპიონია“

ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან კარგად ვიცოდი, თუ რა შეეძლო „კაშიმას“. იაპონელებმა საკუთარი კლასი დაამტკიცეს, ეს გუნდი ძალიან ძლიერია.“

„ფეხბურთელებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ფაქტია, რომ ვაგებდით, მაგრამ საბოლოო ჯამში წარმატებას მივაღწიეთ. თითოეულმა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა, ახლა კი ჩემპიონის რანგში გესაუბრებით. დიახ, მადრიდის „რეალი“ მსოფლიო ჩემპიონია.“

„ძალიან კარგად გვახსოვს რა მოხდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. მადრიდის „რეალში“ კრიზისი დაიწყო და კლუბმა დიდი უპირატესობა გაანიავა. დაშვებული შეცდომების განმეორებას არ ვაპირებთ, თითოეულ დაპირისპირებაში მოტივირებულები ვიქნებით.“

„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა.“

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი იაპონიაში გაიმართა,„ბანკოსს“ არაერთი მხარდამჭერი ჰყავდა.“

„ჩვენ ბევრი ოცნება გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად აუცილებლად ავასრულებთ. თითოეულ ფეხბურთელს მოვუწოდებ, რომ ეიფორიას არ აჰყვეს და ბოლომდე დაიხარჯოს.“

„დანი კარვახალი და მარსელო შეტევით პოტენციალს აძლიერებენ, ორივე ფიგურას შეუძლია წინ წასვლა და გუნდის სიმწვავის ხელშეწყობა. დღეს ფლანგები დავტვირთეთ, ცენტრში კი ვარანი და სერხიო რამოსი მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ.“

„დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მოთამაშეს, ვინაიდან ყველამ დიდი შრომა მაჩვენა.“

„ხმა აღარ მაქვს, ძალიან დაღლილი ვარ, თუმცა ყველაფერი ღირდა იმად, რომ ჩემპიონები გავმხდარიყავით.“

„პრეზიდენტმა პერესმა წარმატება მოგვილოცა, ის ძალიან ბედნიერია.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 18 დეკემბერი 2016
  • 6461
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)