გრანერო: იმედია მწვრთნელი ისევ მომცემს თამაშის შანსს

მადრიდის რეალის კანტერის აღზრდილმა, გრანერომ ინტერვიუ მისცა ესპანელ ჟურნალისტებს და თამაშის სურვილი გამოთქვა...


პირველ თამაშში მწვრთნელი გენდოთ, რას ფიქრობ მომავალი თამაშის შესახებ?

მე ძალიან ბედნიერი ვარ. მთავარმა მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა და ბერნაბეუზე ჩემი დებიუტი შედგა, იმედი მაქვს იმისა, რომ მანუელი კიდევ მომცემს თამაშის შანსს.

რას ფიქრობთ მომავალ მეტოქეზე?

ჩვენი მომავალი მეტოქის შესახებ ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან არ ვარ ინფორმირებული, შემიძლია ერთი ვთქვა, რეალი ამ თამაშს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს და ყველანაირად ეცდება გამარჯვების მიღწევას.

თქვენ ,,ბლანკოსში” დაბრუნდით ხეტაფედან, სამეფო კლუბში ძალიან დიდი კონკურენციაა...

მე არ მეშინია კონკურენციის. კაკა, სნეიდერი, რონალდუ, ვან დერ ვაარტი, ლასი. შთამბეჭდავი გვარებია, სიმართლე, რომ გითხრათ არც კი მჯერა, ამ ფეხბურთელებთან ერთად მიწევს თამაშების და ვარჯიშების ჩატარება. მე ახალგაზრდა ვარ და კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი, მინდა, რომ ბერნაბეუს პუბლიკის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გავხდე.

დანიელ პარეხო გადავიდა ხეტაფეში, მიეცით მას რჩევები?

დანიელმა ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, დარწმუნებული ვარ ის ხეტაფეში აჩვენებს თავის ძალას და მიიპყრობს რეალის ყურადღებას, ისიც ჩემსავით დაბრუნდება მადრიდში, მე ამაში დარწმუნებული ვარ, დანი ჩემი მეგობარია და მე მას ყველაფერს კარგს ვუსურვებ. dle 10.1

  • Hala
  • 28 ივლისი 2009
  • 1968
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)