იგუაინი:"მადრიდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ"

გონსალო იგუაინის განცხადებით, ის მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას არასდროს შეწყვეტს. პიპიტა კონკურენციისთვის მზადაა.


"ძალიან ბედნიერი ვარ, გულშემატკივარი ჩემს ძირითად შემადგენლობაში თამაშს მოითხოვს, ეს კი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი სტიმულია. ვარჯიშების გამოტოვება ჩემზე ცუდად მოქმედებს, შესვენებას არ ვაპირებ, ბოლომდე დავიხარჯები... ვითამაშო და გავიტანო გოლები, სწორედ ეს არის ჩემთვის მთავარი."

"არასოდეს დავნებდები, ყოველთვის მეტს მოვითხოვ საკუთარი თავისგან. ვფიქრობ, მე ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ვარ და სწორედ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პლიუსი. გუნდში უძლიერესი ფეხბურთელები მოვიდნენ, მათთან გამკლავება ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება და არც მე ვარ გამონაკლისი, თუმცა მჯერა, რომ ბევრი მუშაობით და მონდომებით ყველა სიძნელეს გადავლახავ."

"ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც მოვახერხე. მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დავიწყე, ასეთმა კონკურენციამ ორმაგი მოტივაცია შემძინა. ამას დამატებული ფანების კეთილგანწყობა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მადრიდში ძალიან ბედნიერი ვარ."

"კონტრაქტის თაობაზე ჩემი აგენტი მუშაობს, ჩემი მოვალეობა კი მხოლოდ შემდეგ მატჩზე ფიქრია. ჩემთვის მთავარი და ყველაზე მნიშნველოვანი "ხერესთან" გასამართი შეხვედრაა. გუნდისთვის მაქსიმუმს გავიღებ, რაც მთავარია მწვრთნელის და გულშემატკივრის ნდობა მოვიპოვე. თავს მშვენივრად ვგრძნობ და იმედი მაქვს ყველაფერი ასევე გაგრძელდება, ეს ორმაგ მოტივაციას მაძლევს."

იგუაინი:"მადრიდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ"


"მე და ბენზემა კარგი მეგობრები ვართ. ჩვენს შორის პორბლემები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში კონკურენტებად ვითვლებით, ცხოვრებაში ერთმანეთს მშვენივრად ვეწყობით. კარიმი ძალიან ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია, მის გვერდით სიამოვნებით ვითამაშებდი."

"ჩემთვის ყოველი დღე ახლის მომტანია, ნებისმიერი შეხვედრა თავდაჯერებულობას მმატებს, ყოველი გოლი სპეციფიურ ხასიათს ატარებს, ეს ხომ მადრიდის "რეალია", სადაც გატარებული ყოველი წუთი ოქროს ტოლფასია. ყოველი წამი ბედნიერებას მანიჭებს, მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშნველოვანია იგი."

"მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ, იმედი მაქვს "ატლეტიკო" არ დაგვაღალატებს და მრისხანე მეტოქეს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. "ხერესი" საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგეა, მათმა პოზიციამ არ უნდა დაგვაბნიოს, ფეხბურთში ნებისმიერ გუნდს ნებისმიერი გრანდის დამარცხება შეუძლია, ეს ამ დიდებული თამაშის დაუწერელი კანონი და მთავარი დებულებაა, რომელიც ყველა ფეხბურთელმა უნდა გაითვალისწინოს."

"ლიონის "ოლიმპიკთან" გასამართ შეხვედრაზე მომვალში ვიფიქრებთ, დღევანდელი ჩვენი მიზანი ხვალინდელი დღის წარმატებით დასრულებას ემიჯნება. იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 9 თებერვალი 2010
  • 1840
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)