ზიდანი:„გუნდს ლიდერები დააკლდებიან“

ზინედინ ზიდანმა „დეპორტივოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ლა კორუნიელთა პოზიციამ არ უნდა შეგვაცდინოთ. ეს გუნდი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, რაც არაერთხელ გვინახავს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად.“

„კარიმ ბენზემას დასვენების საშუალება მივეცი, ფრანგი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მოემზადება. ანალოგიურის თქმა შემიძლია კრიშტიანო რონალდუსა და ლუკა მოდრიჩზე.“

„ძალიან კარგად ვიცით, წაბორძიკების შემთხვევაში რა მოგველის. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, სხვაგვარად შესაძლოა, ყველაფერი ელვისსისწრაფით შეიცვალოს. ჩემი ფეხბურთელები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ემზადებიან, მე მათი მჯერა.“

„საგადასახადო ვალდებულებები? მადრიდის „რეალის“ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერი კანონის მიხედვით წარმართოს.“

„ჩემმა ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ თამაშებზე და გამარჯვებაზე, მათი საქმე არ არის საგადასახადო საქმიანობა.“

„ყველა ფეხბურთელი თანაბარი უფლებებით სარგებლობს და თითოეული მათგანი ცდილობს პირნათლად შეასრულოს ჩემი დავალებები. ურთიერთპატივისცემა უპირველესია.“

„ხამეს როდრიგესი ბრწყინვალე ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, კოლუმბიელი არსად წავა. მე მსურს, რომ „ათიანი“ დარჩეს.“

„ალვარო მორატა კარგად მოემზადა და ის აუცილებლად გავა მოედანზე.“

„ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოხდება მომავალში, ამიტომ ეტაპ-ეტაპ უნდა ვიაროთ და ყველა მატჩის მოგებაზე ვიფიქროთ. ჩვენი მიზანი სეზონის ბოლოს თასის აღმართვაა, ამისთვის კი დიდი ძალისხმევა გვმართებს.“

„ჩვენ ვოცნებობთ ყველაფერზე და არასდროს დავნებდებით. თუ წარმატებას ვერ მივაღწევთ, მუშაობას მაინც განვაგრძობთ და არასდროს დავნებდებით.“

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ უნაი ემერის კლასში ეჭვის შეტანა შეიძლება, ნამდვილად ვერ მიიღებს ჩემ თანხმობას. შესაძლოა, „პსჟ“-ში ყველაფერი ისე ვერ არის, როგორც ადრე, მაგრამ ეს დროის საკითხია. უნაის რთული პერიოდი „სევილიაშიც“ ჰქონდა, მაგრამ შემდეგ საოცარი წარმოდგენები დადგა.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 დეკემბერი 2016
  • 7886
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)