ზიდანი:„ლუკა მოდრიჩი გამაოგნებელი ფეხბურთელია“

ზინედინ ზიდანმა კატალონიელებთან ყაიმის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოხერხდა. მეორე ნახევარში ლუის ენრიკეს გუნდმა უპირატესობა აიღო და გოლშიც გარდასახა. გოშვებული ბურთის შემდეგ გონს მოგება გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდა.“

„სერხიო რამოსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საოცარი ფეხბურთელია, ის ყოველთვის ამტკიცებს, რომ ბოძებული სამკლაური ღირსეულ პირს აქვს ჩაბარებული.“

„ბენზემა და კრიშტიანო მთელი მატჩის მანძილზე კარგად კომბინირებდნენ. იმედს არ ვკარგავდით, ბიჭებს ვუთხარი, რომ ბოლომდე უნდა ებრძოლათ.“

„ნოუ კამპზე თამაში იოლი არ არის, თანაც მაშინ, როდესაც შემადგენლობაში პრობლემები გაქვს. ლუკა მოდრიჩს რამდენიმე პოზიციაზე მოუწია თამაში, ვინაიდან სხვა გზა არ გვქონდა.“

„ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ, წინ კი ჩემპიონთა ლიგის მატჩია, ამიტომ კარგად უნდა დავისვენოთ და ფსიქოლოგიურად გადავეწყოთ.“

„მინდა ვთქვა, რომ ლუკა მოდრიჩის დაბრუნება უმნიშვნელოვანესი იყო და ხორვატმა დღევანდელ დაპირისპირებაში ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტა. ლუკა გამაოგნებელი ფეხბურთელია.“

„სეზონის სტარტზე დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმ სხვაობას, რომელიც ჩვენსა და „ბარსელონას“ შორის ახლა არის. 6 ქულა ძალიან კომფორტული სხვაობაა.“

„მარიანო შეტევის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახლავთ, ახალგაზრდა მოთამაშე დიდ პროგრესს აჩვენებს.“

„ყველა მოთამაშე ძალიან მჭირდება, ვინაიდან ხშირად ვახდენ როგორც შემადგენლობის როტაციას, ასევე ტაქტიკურ მონახაზში ცვლილებებს.“

„წაგება ძალიან ცუდი შედეგი იქნებოდა, ამიტომ ფრით კმაყოფილი ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ პირველ ნახევარში ჩემი გუნდი უფრო ეფექტური იყო, რასაც ვერ ვიტყვი მეორე 45 წუთზე.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 დეკემბერი 2016
  • 9199
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)