შუსტერი:„ზიდანმა იცის, როგორ დაამარცხოს „ბარსელონა“ კატალონიაში“

ბერნდ შუსტერმა „ელ კლასიკოზე“ ისაუბრა...


„შესაძლოა, „ბარსელონა“ ფავორიტია, რადგან მატჩი „ნოუ კამპზე“ იმართება, მაგრამ ზინედინ ზიდანმა ძალიან კარგად იცის, როგორ დაამარცხოს ეს გუნდი მისსავე მოედანზე.“

„თუ ინიესტამ ითამაშა, კატალონიური გუნდის რესურსი უფრო დიდი იქნება.“

„მესი არის ფეხბურთელი, რომელიც „ბარსელონას“ ყველაზე მეტად სჭირდება. გარდა იმისა, რომ არგენტინელი ძალიან პროდუქტიულია, შესანიშნავ მაგალითს და მოტივაციას აძლევს ახალგაზრდა კატალონიელებს, რომლებიც მასთან ერთად ვარჯიშობენ.“

„მატჩის ბედს კრიშტიანო და მესი ვერ გადაწყვეტენ, ყველაფერს გაარკვევენ ის ფეხბურთელები, რომლებიც შექმნიან მომენტებს და წინახაზელებს მწვავე გადაცემებით მაომარაგებენ, ამ მხრივ, ინიესტას მოედანზე ყოფნა კატალონიელთათვის მნიშვნელოვანი იქნება.“

„ზიზუ დიდი ფეხბურთელი იყო, მან იცის, როგორია სამწვრთნელო სპეციფიკა და დაკისრებულ მოვალეობას ბრწყინვალედ ართმევს თავს.“

„თუ მადრიდელებს „ელ კლასიკო“ მოიგეს, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა 9 ქულამდე გაიზრდება, რაც თამამად მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ ლა ლიგის უპირობო ფავორიტის სტატუსს „ბლანკოსი“ მიიღებს, მაგრამ ყველაფერი ნამდვილად ვერ გადაწყდება, რადგან სეზონი გრძელია.“

„ოქროს ბურთი? ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდუს ვერცერთ ფეხბურთელს ვერ შევადარებ.“

„გავწვრთნი თუ არა „ბარსელონას“? რთული კითხვაა, ადრე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ორივე გუნდის ღირსებას დავიცავდი. „ბარსელონაზე“ თავკაცობაზე უარის თქმა რთულია.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 დეკემბერი 2016
  • 2561
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)