კაკას პრესკონფერენცია

ორშაბათის პრესკონფერენციაზე კაკამ მის მიმართ აგორებულ ჭორებზე ისაუბრა, რის მიხედვითაც ბრაზილიელ ნახევარმცველს სერიოზული ტრავმა აწუხებს, რომელიც განუკურნებელია. რიკის განცხადებით ყველაფერი კარგად მიდის და არანაირი ტრავმა არ არსებობს.


"თავს კარგად ვგრძნობ. აგორებული ჭორები იმის შესახებ, რომ მე ტრავმა მაწუხებს, სრული სიცრუეა. საზარდულის დაავადება დიდი ხანია მოვიშუშე, არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ერთი რამ მართალია, გამოსაჯანმრთელებელ ვარჯიშებს დღესაც გავდივარ. გარისკვას არ ვაპირებ, რაც საჭიროა ყვეალფერს გავაკეთებ. გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩემი ტრავმა განუკურნებელია, ეს უბრალოდ აფსურდია."

"თავიდან ფიზიკურ კონდიციებს ვერ ვაკონტროლებდი, ადვილად ვიღლებოდი და ვარჯიშიც ნაკლებ სიამოვნებას მანიჭებდა. ექიმებმა კი მრავლისმთქმელი და საინტერესო რჩევები მომცეს, მე მათ სრულად ვენდობი. ასე, რომ დღეს ყველაფერი კარგად მიდის, დღითი დღე ვპროგრესირებ."

"ისევე როგორც იტალიაში და ბრაზილიაში, ესპანეთშიც დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ მე ძალიან ცუდ ფორმაში ვარ და ძველებურად ვეღარ ვასპარეზობ. ეს სრული სიცრუეა, ახლო მომავალში ყველა დარწმუნდება, რომ მადრიდის "რეალში" ნამდვილი კაკა ირიცხება."

"შაბათს კარგად ვითამაშეთ, სპეციფიური გოლიც გავიტანე, რამაც ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა. სამეფო კლუბში მეტი თავისუფლება მეძლევა, ესპანეთში იქ ვთამაშობ, რომელი პოზიციაც ყველაზე ძალიან მიყვარს. გარწმუნებთ, ყველაფერი კარგად იქნება, "ბლანკოსში" გადმოსვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, რა თქმა უნდა დადებითად."

"გუნდი მშვენიერ ფორმაშია, ძალიან ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ, უამარავ საგოლე მომენტს ვქმნით, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს გასაქანს არ ვაძლევთ და რაც მთავარია უკანა ხაზიც დიდებულად მოქმედებს. რაც დრო გადის, ჩვენი კლუბი უფრო და უფრო პროგრესირებს, მოთამაშეები ერთმანეთს უკეთ ვუგებთ, ახლა უკვე რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა."

"გუნდი ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც განვითარდა, ყველაფერი კარგად მიდის. მწვრთნელმა დიდი სამუშაოები გასწია, რაც ყოველ შეხვედრაში იგრძნობა."

"ბენზემა ძალიან კარგი ფეხბურთელია, რაც მთავარია მას ბევრი და მნიშნველოვანი გოლები გააქვს. არც ერთი ფეხბურთელსთვის არაა ადვილი ახალ ქვეყანასთან, ახალ სტილთან, ახალ ქალაქთან შეგუება, არც კარიმია გამონაკლისი."

"მე უკმაყოფილებას არ გამოვთქვამ მსაჯების მიმართ, ფეხბურთის თამაშზე უფრო ძნელი, მოედანზე სიტუაციის რეგულირება და შეხვედრის ღირსეულად გაძღოლაა. კატალონიის "ბარსელონა" 5 ქულით გვისწრებს, ეს საკმაოდ მნიშნვნელოვანი ჰანდიკაპია, მაგრამ არა დაუძლეველი."

"ხერესი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, შემდეგ კი "ატლეტიკოს" თამაშს დაველოდოთ. იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმათება, წარმატებებს გისურვებთ."

P.S ესეც მე–300 სტატია!!!

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 9 თებერვალი 2010
  • 1675
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)