კაკა:"ატლეტიკოს" საჩუქარი კარგი იქნებოდა"

ბრაზილიელი ნახევამრცველი ჟურნალისტებს შეხვდა და მცირე პრესკონფერენცია გამართა. კაკას განცხადებით, გუნდში შესანიშნავი მდგომარეობაა, მისივე თქმით კატალონიის "ბარსელონას", მადრიდის "ატლეტიკოსთან" შერკინება ძალიან გაუჭირდება.


"გატანილმა გოლმა ძალიან გამარხარა. გასული შეხვედრა, ჩემთვის სპეციფიურ ხასიათს ატარებდა, რადგანაც უკვე საკმაო ხანი ბურთი არ გამეტანა და თავს ცუდად ვგრძნობდი. ახლა კი ყველაფერი კარგადაა. საერთო ჯამში გუნდმა კარგად იასპარეზა, ჩვენს თამაშში მეტი თავისუფლება იგრძნობოდა."

"რაც შეეხება ჩემს ტრავმას, როგორც ექიმებმა მითხრეს, არაფერი სერიოზული არ მჭირს და ყველაფერი კარგად იქნება. მათივე თქმით, მთავარია ყოველდღიური ვარჯიში და არანაირი პრობლემა არ მექნება. დღეში ნახევარსაათიანი ინტერვალი არაფერს არ მოცემს და არც წამართმევს, ასე რომ ყველაფერი რიგზეა."

"მადრიდში გადმოსვლის შემდეგ ერთი რამ ნამდვილად ვისწავლე, თუ რას ნიშნავს ითამაშო დიდ კლუბში. მართალია "მილანი" უდიდესი ტრადიციების გუნდია, მაგრამ სამეფო კლუბი ყველა ევროპული გრანდის ეტალონია. ასე კარგად თავი არსად მიგრძვნია."

"კარგი იქნება, თუ მადრიდის "ატლეტიკო" სასიამოვნო სიურპრიზს გაგვიკეთებს და მრისხანე მოწინააღმდეგეს, კატალონიის "ბარსელონას" ქულებს დააკარგვინებს. მართალია ეს ძალიან რთული საქმეა, მაგრამ არა შეუძლებელი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ გუარდიოლას შეგირდებს მცირე პრობლემები აქვთ დაცვაში, ეს კი მათ თამაშს დაღს დაასვავს."

"კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალისთვის" მნიშნვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ გონსალო იგუაინი სულ სხვაა, პიპიტა დიდებულ ფორმაშია. არგენტინელი დღითი–დღე ამტკიცებს, რომ ევროპის საუკეთესო ფორვარდია."

"გარწმუნებთ, ყველაფერი კარგად იქნება და სამეფო კლუბი დიდ წარმატებებს მიაღწევს, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე."–დაასრულა ბრაზილიელმა.


ინფორმაციის წყარო: Marca.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 8 თებერვალი 2010
  • 1919
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)