გრანერო: ჯერ ყველაფერი წინ მაქვს

მადრიდის ,,რეალის" აღზრდილი ესტებან გრანერო გახდა 2 საგოლე პასის ავტორი ,,ესპანიოლთან" მატჩში. ეს თამაში მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო კარიერაში, მაგრამ მას ჯერ ყველაფერი წინ აქვს.


,,დეპორტივოსთან" გუტი ბრწყინავდა, ,,ესპანიოლთან" კი შენ...

არ ვუარყოფ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ არამარტო ჩემი თამაშით, არამედ მთელი გუნდის ასპარეზობით. ასე თუ გავაგრძელეთ ტიტულებს მოვიგებთ. ახლა სეზონის დასკვნით ფაზაში შევდივართ და არ უნდა მოვდუმდეთ.

შენი ყველა სტანდარტი ძალიან სახიფათო იყო და ერთი მათგანი გოლით დასრულდა...

მე ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, რომ საგოლე პასები ყოველთვის უნდა ვაკეთო. ეს ჩემი უმთავრესი დავალებაა.

საუკეთესო ფორმაში იმყოფები?

ძალიან კარგ ფორმაში ვარ. უფრო მეტი სათამაშო დრო მეძლევა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს.

,,ესპანიოლს" მოუგეთ, მაგრამ არც ,,ბარსას" დაუკარგავს ქულები, ამაზე რას იტყვი?

,,ბარსა" აგრძელებს წარმატებულ სერიას, რაც ჩვენ შეცდომის დაშვების უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ შეგვიძლია დავეწიოთ კატალონიელებს. ჩვენ მათ შეცდომას ველოდებით.

კლუბში ,,კანტერანოებს" არ ენდობიან. მათ რა რჩევას მისცემდი?

მეც ძალიან ბევრი ვიმუშავე, ძირითად გუნდთან ერთად რომ მევარჯიშა. მათ აუცილებლად ყველა შანსი უნდა გამოიყენონ ძირითადში მოხვედრისთვის.


ინფორმაციის წყარო:as.com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)