,,ბარსელონამ" შესაძლოა მომავალ ტურში ქულები დაკარგოს

მანუელ პელეგრინი და მისი შეგირდები გვარწმუნებენ, რომ არ აინტერესებთ კატალონიელთა შედეგი, მაგრამ ეს სრული აფსურდია. მადრიდელების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ლა ლიგის მოგებაა, რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. ხსენებულ ლა ლიგაში კი ,,ბარსა" ლიდერობს. აქედან გამომდინარე არარეალურია ის ფაქტი, რომ ,,რეალს" მოსისხლე მტრის შედეგი არ აღელვებს.


კატალონიური გიგანტი ჯიუტად აგრძელებს წაუგებელ სერიას. მათ ბოლო ტურში ,,ხეტაფე" დაამარცხეს ანგარიშით 2-1. ამ მატჩში ,,რეალისთვის" ძალიან სასიხარულო ინციდენტები მოხდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მოედნიდან გააძევეს ხერარდ პიკე და რაფა მარკესი. ასევე მომავალ მატჩში ვერ იასპარეზებენ დანი ალვეში და იაია ტურე. ამ დროს კი კატალონიელებს სათამაშო ,,ატლეტიკოსთან" აქვთ, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან. უნდა ისიც აღინიშნოს, რომ ,,ბარსა" ,,ვისენტე კალდერონზე" ბოლო დროს წარუმატებლად გამოდის. აქედან გამომდინარე შესაძლოა ,,ბლაუგრანამ" პირველად სამი ქულა დაკარგოს. ამ ყველაფერს კი აუცილებლად გამოიყენებს მადრიდის ,,რეალი". ისინი ,,ხერესს" დაუპირისპირდებიან, რომლებიც ამჟამად ბოლო პოზიციას იკავებენ სატურნირო ცხრილში.

ამის გარდა დიდი აჟიოტაჟია ატეხილი იმის გამო, რომ მსაჯები კატალონიელებს ემხრობიან. ალბათ კარგად გახსოვთ პედროს გოლი, რომლის ჩათვლა არჩათვლის საკითხი დიდი კითხვის ქვეშ იყო. ამაზე კი ,,ბარსას" მეპასე ხავი ამბობს: ,,ძალიან მოხარული ვიქნები თუ მსაჯებზე ბევრს არ ვისაუბრებ. მე მინდა ვურჩიო ,,რეალს", რომ დადუმდნენ. მათ აღარ იციან შური სად წაიღონ და ბევრს ცუდ რამეს გვაბრალებენ".


ინფორმაციის წყარო:as.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)