რონალდუ:„„რეალი“ ჩემ გულშია“

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი კრიშტიანო რონალდუს კიდევ ერთ საინტერესო ინტერვიუს გვთავაზობს...


„ყოველთვის ვიბრძოლებ მადრიდის „რეალის“ წარმატებისთვის, ვინაიდან ეს კლუბი ჩემ გულშია და მუდამ ასე იქნება. დიდი სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას ესპანეთის დედაქალაქში.“

„ეს არის ნამდვილი კულმინაცია იმ საუკეთესო მომენტებისა, რომელიც 2016 წელს დაფიქსირდა, ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ პერესს, ქომაგებს, მწვრთნელებს და ყველას, ვინც დახმარება გამიწია. ძალიან ბედნიერი ვარ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავს, მადრიდი ჩემი სახლია.“

„მადრიდის „რეალის“ მაისურით აბსოლუტურად ყველა ტიტული მოვიგე და იმედი მაქვს, მომდევნო 5 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის, სამეფო თასისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებასაც შევძლებ. მე არასდროს ვნებდები და მჯერა, რომ ბრძოლას აზრი არასდროს ეკარგება.“

„მადრიდული გუნდის მაისურით 372 გოლი მაქვს გატანილი, აქედან არაერთი იყო მნიშვნელოვანი და გამოყოფა რთულია, თუმცა ბოლო ბურთი, რომელიც „ატლეტიკოს“ კარში გავიტანე ძალიან კარგად მახსოვს. თერთმეტმეტრიანი, რომელიც ყველაფერს წყვეტს, ემოციური გამორბენი და ჩემპიონთა ლიგის თასი შენია. ეს უდიდესი ბედნიერებაა.“

„ზიდანი ყოველთვის ძალიან ბევრს ნერვიულობს, ვინაიდან უდიდესი პასუხისმგელობა აკისრია, თუმცა ჩვენთან ყოველთვის სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. აღფრთოვანებული ვარ მისი სამუშაოთი, ის იყო ბრწყინვალე ფეხბურთელი და არის საოცარი მწვრთნელი. ჩვენ ერთმანეთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და მიზნად არაერთი ტიტული დავისახეთ.“

„2016 წელი მართლაც საუკეთესო იყო, მაგრამ ერთი ტიტული კიდევ უნდა მოვიგოთ. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ნამდვილად პრესტიჟული ტურნირია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ ოქროს მედლებისთვის.“

„როდესაც ჩვენი შემოსავლები საკმარისზე მეტია, ქველმოქმედების აუცილებლობა დგება. ამ მხრივ, 2016 წელი მართლაც ძალიან ნაყოფიერი იყო, არაერთი პროექტი დავიწყე, რომელიც უკვე დასრულდა და შედეგები გამოიღო. ვფიქრობ, ადამიანების დახმარება ჩვენი მოვალეობა გახლავთ.“

„ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც მხარს მიჭერს, არ მაკრიტიკებს და ჩემ შესაძლებლობებსი დარწმუნებულია. ამ გარემოებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მე მათთვის ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ. მიხარია, რომ მადრიდში ვცხოვრობ, აქ ვვარჯიშობ, აქ ვთამაშობ და „რეალის“ ფეხბურთელი მქვია. ჰალა მადრიდ!!!“ dle 10.1

  • Hala
  • 9 ნოემბერი 2016
  • 6640
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)