რონალდუ:„არ ვფიქრობ, რომ „რეალი“ ჩემი ბოლო კლუბია“

კრიშტიანო რონალდუმ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბს კიდევ 5 წლით დავუკავშირე საკუთარი კარიერა.“

„ესპანეთის დედაქალაქში ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, კარიერას სწორედ მადრიდში დავასრულე. აქ ბედნიერად ვცხოვრობ, კომფორტულად ცხოვრობს ჩემი შვილიც და მთელი ოჯახიც. იმედი მაქვს, ეს არის ბოლოსწინა ხელშეკრულება, ვინაიდან 40 წლამდე თამაშს ვაპირებ. თუ მომავალში შეთანხმებას ვერ მივაღწევ, არ ვიფიქრებ, რომ „რეალი“ ჩემი ბოლო კლუბია, ვინაიდან ვთვლი, რომ კიდევ 9 წელი თამაში შემიძლია.“

„ყოველ ჯერზე მსურს, რომ ალფრედო დი სტეფანოს და რაულ გონსალეს ბლანკოს მოწოდებები გავითავისო, ისინი უდიდესი ლეგენდები იყვნენ.“

„ყოველთვის ძალიან ბევრ ვოცნებობ და საკუთარი თავის მჯერა. ეჭვი არ მეპარება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში „ბლანკოსისთვის“ ბევრ სიკეთეს გავაკეთებ. მუდმივად სწავლის პერიოდში ვარ. ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი იხვეწება და ტემპს არ უნდა ჩამორჩე. ის, რომ კარგი შედეგები მაქვს დაუღალავი შრომისა და ბრძოლის შედეგია.“

„დიდ მადლობას ვუხდი დედას, რომელიც ყოველთვის დიდ დახმარებას აღმითქვამს, ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ეჭვი არ მეპარება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გამამხნევებსდა „ბლანკოსის“ წარმატებას ჩემთან ერთად იზეიმებს.“

„პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად უდიდეს წარმატებას მივაღწიე. ეს იყო უდიდესი გზავნილი ჩვენი ქვეყნიდან. 18 წლის ვიყავი, როდესაც ეროვნული ნაკრების მაისური პირველად მოვირგე, დღეს კი კაპიტანი ვარ, რაც უდიდეს მოტივაციას მაძლევს.“

„სტატისტიკა და პირადი შედეგები? ეჭვი არ მეპარება, 500 გოლიან ნიშნულამდე მივალ და ძალიან სერიოზულ სტატისტიკას „გამოვაცხობ“, თუმცა უმთავრესი გუნდური ტიტულებია და არა ინდივიდუალური.“

„არ ვიცი მოვიგებ თუ არა ოქროს ბურთს და ამაზე ბევრს არც ვფიქრობ. 2016 წელი ჩემთვის მაინც ყველაზე წარმატებული იქნება. ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, შემდეგ ევროპის ჩემპიონატი, ახლა კი ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ყველაფერი ბრწყინვალედ მიმდინარეობს.“

„არ ვიცი აქ ვიქნები, თუ არა 40 წლის ასაკში, მაგრამ ჩემი სახელი და გვარი მუდმივად იქნება დაკავშირებული მადრიდის „რეალთან“, ვინაიდან ამ გუნდთან ერთად არაერთი რეკორდი დავამაყრე და ბევრი ტიტული მოვიგე. „რეალი“ საუკეთესო კლუბია და ჩემ გულში მუდმივად დარჩება.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 ნოემბერი 2016
  • 5745
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)