ზიდანი:„შევეშვათ რონალდუს“

ზინედინ ზიდანმა „ლეგანესის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ყველა მატჩი ერთმანეთისგან განსხვავებულია, ამიტომ ყოველთვის მობილიზებაა საჭირო. მიხარია, რომ ფეხბურთელები დაკისრებულ მოვალეობას თავს ართმევენ.“

„პირველი ტაიმი უსახური იყო, მაგრამ მატჩის სადავეებს ვაკონტროლებდით. მთავარია 3 ქულა მოვიპოვეთ. ლა ლიგაში ყველა მატჩის მოგება რთულია.“

„ლუკა მოდრიჩის დაბრუნებამ ძალიან გამახარა. ხორვატ ფეხბურთელს მოედანზე გასვლის საშუალება მივეცი, ვინაიდან სამედიცინო შტაბისგან რეკომენდაცია მივიღე. ლუკას მოედანზე 30 წუთის გატარება შეეძლო.“

„ვიმედონებ, კაზემირო მალე დაგვიბრუნდება და გუნდის დახმარებას შეძლებს. ბრაზილიელი ნახევარმცველი ძალიან გვჭირდება.“

„რამოსი და პეპე? მცველებზე საუბარი ჯერ ადრეა, ვინაიდან მათ სერიოზული აღდგენითი პროცესი სჭირდებათ.“

„შევეშვათ რონალდუს. პორტუგალიელი ფეხბურთელი დაკისრებულ მოვალეობას ბრწყინვალედ ართმევს თავს. მას უყვარს გატანა, მაგრამ ყველა თამაშში ვერ აიღებს მეტოქის კარს. წინა ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მაგრამ მაინც აკრიტიკებდნენ. რონალდუს მოვუწოდებ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს, ის ჩვენ ძალიან გვჭირდება.“

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კრიშტიანო რონალდუმ კარიერა მადრიდის „რეალში“ დაასრულოს, ის დასაფასებელი ფეხბურთელია.“

„მახსოვს ჩემი კარიერის ბოლო სეზონი. ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც კარიერას მადრიდში ასრულებ.“

„სტანდარტულები? აქ შეთანხმება არ არსებობს. ჩვენ არაერთი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ჯარიმებს კარგად ასრულებენ, მათ შორის ბეილი, ხამესი და კრიშტიანო.“

„რაფაელ ვარანი სტაბილური ფეხბურთელია. ვულოცავ მე-100 გამარჯვებას, ფრანგი ფეხბურთელი სეზონიდან სეზონამდე ამტკიცებს, რომ ძალიან კარგი მცველი გახლავთ.“

„მატეო კოვაჩიჩის მონდომებას საზღვარი არ აქვს. ხორვატი ფეხბურთელი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და სათამაშო დროსაც იღებს. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და დიდი მომავალი აქვს.“

„კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით. „ცხრიანს“ სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება უტარდება, რის შედეგადაც ცნობილი გახდება მისი დაბრუნების თარიღი. ვფიქრობთ, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ასპარეზობა უნდა მოახერხოს.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 ნოემბერი 2016
  • 6949
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)