ზიდანი:„ბენზემას დისკომფორტი ჩვენთვის დიდი პრობლემაა“

ზინედინ ზიდანმა „ლეგანესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„თუ ინტენსიურ ფეხბურთს ვითამაშებთ ყველაფერი გამოვა. „ლეგანესი“ საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს. უნდა აღინიშნოს, რომ გასვლითი პაექრობა გვიწევს, ამიტომ კონცნტრაცია აუცილებელია. მოწინააღმდეგე ცხრილის ფსკერზეა, ამიტომ თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უშეღავათო ბრძოლას ველით.“

„გარისკვას არ ვაპირებ. ბენზემას დისკომფორტი აქვს. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა, მაგრამ ფრანგი მოთამაშე დაისვენებს და მოედანზე მაშინ გავა, როდესაც 100%-ით მზად იქნება.“

„ლუკა მოდრიჩის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ხორვატმა სათამაშო წუთები მიიღოს, ის გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“

„ხამეს როდრიგესის პროგრესი აშკარაა. მაქსიმალურად ვცდილობ, კოლუმბიელს ბევრი სათამაშო დრო მივცე, მაგრამ კონკურენცია ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, „ათიანს“ ხანდახან სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს. ის ჩვენთვის ძალიან ბევრს შრომობს.“

„ჩემპიონთა ლიგის წინა მატჩი დავიწყებას მიეცა. ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პირველ 30 წუთი დავყავით მოედანზე. ეს ძალიან უცნაური პაექრობა იყო. დარწმუნებული ვარ, მსგავს შეცდომას არ გავიმეორებთ.“

„ბოლო დროს გოლს ხშირად ვუშვებთ, რაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ღრმად გვწამს, რომ კარის მშრალად შენახვას ხშირად მოვახერხებთ.“

„ის, რომ „ფიფას“ საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში მოვხვდი ძალიან საამაყოა. თუ გავიმარჯვებ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ამ საკითხზე ნაკლებად ვფიქრობ. სამწვრთნელო კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე.“

„საკმაოდ რთული კალენდარი გვაქვს. ნოემბრის პირველ ნახევარში მეტწილად ვისვენებთ, მაგრამ მეორე ნახევარი მეტისმეტად დაძაბული იქნება და კვლავ 3 დღეში ერთხელ თამაში მოგვიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს მატჩიდან მატჩამდე ძალის აღდგენა და სრულფასოვნაი მომზადება გაუჭირდება, თუმცა ამას ვერაფერ მოვუხერხებთ.“

„კრიშტიანო რონალდუს მისამართით არსებული კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა. პორტუგალიელი გუნდისთვის ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 ნოემბერი 2016
  • 3748
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)