ზიდანი:„რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებს“

ზინედინ ზიდანმა „ალავესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენი მეტოქე ლა ლიგას ახლახანს დაუბრუნდა დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს. ვიმედოვნებ, რთული თამაში არ იქნება და 3 ქულის მოპოვებას შევეცდებით. თითოეული პაექრობა ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ორიენტაცია თითოეულ თამაშზე უნდა მოვახდინოთ, ვინაიდან ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს და სეზონის ბოლოს სწორედ ჯამური მაჩვენებელი ფიქსირდება.“

„უდიდესი დანაკლისი გვაქვს, როგორც ნახევარდაცვაში ასევე დაცვაში. ლუკა ყველაზე ადრე დაბრუნდება, ხორვატის აღდგენითი პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს. ლუკას შემდეგ რამოსი დაგვიბრუნდება, კაზემიროს აღდგენით პროცესს კი კიდევ დიდი დრო დასჭირდება.“

„ნაჩო ფერნანდესი შესანიშნავი მცველია. ესპანელი მოთამაშე ყველა მითითებას სრულფასოვნად ასრულებს.“

„კრიშტიანო რონალდუსთვის 2016 წელი ბრწყინვალე აღმოჩნდა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე, აქედან გამომდინარე, პორტუგალიელი მოთამაშე ნამდვილად იმსახურებს ოქროს ბურთს.“

„არ ვიცი ითამაშებენ, თუ არა ვასკესი და მორატა, მაგრამ მერწმუნეთ, ისინი გუნდს ძალიან სჭირდება.“

„მოხარული ვარ, რომ პერესმა ლუკასს ახალი კონტრაქტი გაუფორმა და ესპანელი მოთამაშე დედაქალაქში კიდევ 5 წლის მანძილზე დარჩება, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია.“

„კრიშტიანო რონალდუ უნიკალური ფეხბურთელია, მისი ცხოვრების კრედო ნაყოფიერი თამაში და გოლების გატანაა.“

„მარკოს ლორენტეზე ამ ეტაპზე საუბარი არ შეიძლება. არ მსურს მოვლენებზე წინ გასწრება.“

„ისკოს ახალი კონტრაქტი? იმედი მაქვს, ესპანელი მადრიდის „რეალში“ დიდხანს დარჩება.“

„ხორვატიის ნაკრები მოდრიჩს ალბათ არ გამოიძახებს, ვინაიდან მისი გადატვირთვა არ შეიძლება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“

„ბედნიერი ვარ, რომ ლუის ნაზარიო რონალდოსთან ერთად თამაში მომიწია. ბრაზილიელი იყო საუკეთესო, ვისთან ერთადაც ოდესმე გამოვსულვარ. „კიჭა“ ნამდვილი ფენომენი იყო.“

„მარკო ასენსიოს კარგი თამაში არ მიკვირს, ის უნიჭიერესი და ძალიან პერსპექტიული ფიგურაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 ოქტომბერი 2016
  • 6843
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)