ალბიოლი: რამოსი კარგი მეწყვილეა

სამეფო კლუბის ესპანელმა მცველმა, რაულ ალბიოლმა განაცხადა, რომ გუნდში ტრავმების ეპიდემიის გამო რამდენიმე ცენტრალურ მცველთან მოუწია შეწყვილება, მაგრამ "რეალში" თამაშობენ უმაღლესი კლასის მცველები და ფეხბურთელების ცვლა მას არანაირ პრობლემა არ უქმნის.


"როდესაც გუნდში გადმოვედი ჩემი ადაპტაცია რაც შეიძლებოდა მალე უნდა მომხდარიყო იმიტომ, რომ პელეგრინის დაცვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ვიყავი. თავიდან არ იყო პეპე დისკვლაფიკაციის გამო და ძირითად შემადგენლობაში მე და ეზიკელ გარაი ვთამაშობდით, სიმართლე გითხრათ არ მეგონა არგენტინელს თუ ასეთი მონაცემები ჰქონდა, მან შესანიშნავი მეწყვილეობა გამიწია, ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებდით და ამას ის შედეგებიც მოწმობს, რომელსაც გუნდი აფიქსირებდა, კასილასის კარში გოლის გატანა ძალიან რთული იყო".

"როდესაც პეპე დაბრუნდა, გარაი პოზიციები შესუსტდა და მან სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, სიმართლე გითხრათ არც პორტუგალიელთან შეწყვილება გამჭირვებია, მან პირველივე თამაშში დამიმტკიცა, რომ იდეალურ პარტნიორობას გამიწევდა, იკერის კარიც ბევრჯერ შევინახეთ ერთად მშრალად, პეპეს ტრავმამ ყველას თავზარი დაგვცა, რადგან ის მანუელის ნდობით აღჭურვილი პირია და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

"როგორც მოგეხსენებათ პეპემ უმძიმესი ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვით ჩამოცილდა მინდორს, ჩილელ სპეციალისტს არჩევანის გაკეთება მოუწია ეზიკელ გარაისა და კრისტოფ მეტცელდერს შორის, მანუელი გარაის ენდო და ჩვენი წყვილი ისევ შედგა და ალბათ ღირსეულადაც მოვახერხეთ რამდენიმე მატჩში თამაში, თუმცა არგენტინელმაც ტრავმა მიიღო, ასევე მიკრო ტრავმა აწუხებდა მეტცელდერს, ამიტომ პელეგრინიმ გადაწყვიტა, რომ დაცვის ცენტრში მე და რამოსს გვეთამაშა , დამერწმუნეთ ამ ტაქტიკამ გაამართლა, სერხიო უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მას უდიდესი გამოცდილება აქვს დაგროვებული, ჩემი თანამემამულე როგორც მარჯვენა ფლანგზე, ასევე ცენტრში ძალიან ნაყოფიერად გამოიყურება და შესანიშნავ მეწყვილეობას მიწევს, მე მისი თამაშით მართლაც კმაყოფილი ვარ" - განაცხადა ესპანელმა მცველმა. dle 10.1

  • Hala
  • 6 თებერვალი 2010
  • 1381
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)