იგუაინი: სასიამოვნოა მარსელოსთან ერთად თამაში

სრულიადში ნახავთ გონსალო იგუაინის ინტერვიუს.


თავს როგორ გრძნობ?

ძალიან კარგად. ვარჯიშის შემდეგ ოდნავ დავიღალე, მაგრამ ეგ არაფერი

განაცხადში ხარ?


რა თქმა უნდა

შენთვის ძალიან კარგი სეზონი მიმდინარეობს...

დიახ, ღმერთს მადლობა. ეს ტრავმა ძალიან ცუდ დროს მივიღე. ერთი სული მაქ როდის დავბრუნდები

შენ გაიტანე 13 გოლი (11 პრიმერაში, 2 ჩემპ. ლიგაზე) არადა ამ დროს გუნდში დიდი კონკურენციაა...


კმაყოფილი ვარ. მე მინდა გავიტანო უფრო მეტი გოლი ამ სეზონში, ვიდრე ეს წინა წელს გავაკეთე. მიზანის ნახევარი კი შესრულებულია.

შენ შეგეძლო გამხდარიყავი უდავო ლიდერი სხვა გუნდის...

ამ გუნდში ლეგენდები თამაშობენ. ეს კაია იმიტომ, რომ თავს მოდუნების ნებას ვერ მისცემ.

რას ფიქრობ იმაზე, რომ გუნდი ყოველ წელს ყიდულობს ფორვარდს?

გუნდი რა თქმა უნდა ძლიერდება ყოველ წელს და ეს ასეც უნდა იყოს. როგორც ხალხი ამბობს პირველი წრის საუკეთესო თამაში ,,დეპორთან" იყო

გრძნობ, რომ გენდობიან?

რა თქმა უნდა. ჩემდამი ნდობა დღითი დღე იზრდება

ფეხბურთში, ეგოიზმი უფრო მნიშვნელოვანია თუ მეგობრობა?

ფეხბურთის სამყაროში მეგობრული უნდა იყო. მე ასეთი არ ვარ, მაგრამ რამდენიმე მეგობარი მყავს

რას გრძნობ, როდესაც სხვა კლუბი შენით ინტერესდება?


მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. კლუბი ყველანაირ შემოთავაზებას ზურგს აქცევს, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ. ვგრძნობ, რომ ფანებს ვუყვარვარ

შენი ერთ-ერთი ჩავარდნა ,,პამპლონაში" შედგა...


ეს ბუნებრივია. ყველა ფეხბურთელს მოსდის ჩავარდნა

პრესას კითხულობ?

ყოველთვის, როდეაც ვვახშმობ. მე ძირითადად ფურცლების შლით ვარ დაკავებული

მოედანზე ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი?

მარსელო. ის ყველაზე ბევრ საგოლე გადაცემებს მიკეთებს. ასევე სასიამოვნოა თამაში კაკასთან, რონალდოსთან და კარიმ ბენზემასთან. მე მათ დღითი დღე უფრო კარგად ვუგებ.

შედეგები გვიჩვენებენ, რომ რაც უფრო ნაკლები ვარსკვლავია მოედანზე, მით უფრო კარგ თამაშის ხარისხს აჩვენებს კლუბი...


ასე მოხდა ,,ვალენსიასთან" ,,ატლეტიკოსთან და ,,დეპორტივოსთან" მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ გუნდი მაშინ არის უფრო ეფექტური, როდესაც მოედანზე ბევრი ვარსკვლავია.

შეგიძლიათ ლა ლიგის მოგება?

კი, ასევე შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგებაც. ოღონდ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. ,,ბარსა" 5 ქულით გვისწრებს, მაგრამ მეორე წრეში ისინი ძლიერ გუნდებს გასვლაზე ხვდებიან, ხოლო ჩვენ კი შინ.

მაგრამ, მათ არ წაუგიათ ჯერ მატჩი გასვლაზე...

მათ კიდევ მოუწევთ 4-5 გასვლითი მატჩის ჩატარება ძლიერ გუნდებთან.

,,ბარსა" ძალიან ძლიერია...

კი, მაგრამ არც ისე როგორც შარშან. ისინი აღარ არიან ისეთი ეფექტურები.


ინფორმაციის წყარო:abc.es
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)