რაულის პრეს–კონფერენცია

„დეპორტივოსთან“ თამაშში რაულ გონსალეს ბლანკო მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა პირველად ბოლო სამი თვის მანძილზე. კლუბის კაპიტანი, რომელმაც სეზონი ტრადიციულად ლიდერის როლში ყოფნით დაიწყო, სეზონის მიწურულისკენ მეორე პლანზე გადავიდა, მის ნაცვლად მოედანზე ადგილს ხან გონსალო იგუაინი ან კარიმ ბენზემა იკავებდნენ. იყო შემთხვევები, როცა მის ადგილზე კრიშტიანო რონალდუსაც მოუწია თამაშმა. რაულს, რომელიც არაა მიჩვეული სათადარიგოთა სკამზე ჯდომას (მას დღემდე ხელზე ჩამოსათვლელი მატჩები აქვს გამოტოვებული და ისიც ტრავმების გამო), შესანიშნავად ესმის საკუთარი სიტუაცია, იგი გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ მისი კარიერა ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება. ამიტომაცაა, რომ მას მწვრთნელის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ გააჩნია. „მე ძალიან დიდი ხანია რაც ვთამაშობ, ასე რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად ვიქცეოდი სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად“–აცხადებს რაული მის მიერ ვალდებაბასზე გამართულ პრეს–კონფერენციაზე. მიუხედავად ამისა, ის არ თვლის, რომ მისი პოზიციები კლუბში შესუსტებულია: „მე კვლავ ვგრძნობ თავს კლუბისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად.“–დაამატა მან.


„ბარსელონა“ მსაჯების დახმარებით ლიდერობს?

მე ასეთი შეხედულება არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. „ბარსელონა“ ლიდერობს პირველ რიგში მათი თამაშის დამსახურებით და იმით, რომ მათ პირველი წრე სხვებზე უკეთ ჩაატარეს, ისინი აბსოლიტურად იმსახურებენ იმ სხვაობას , რაც ჩვენს შორის არის, იმიტომ რომ მათ ეს საფეხბურთო მოედანზე თამაშით დაიმსახურეს. რაც შეგვეხება ჩვენ, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მათაც ექნებათ ჩავარდნები და ამით მოგვეცემა საშუალება მათ დავეწიოთ.

მაგრამ ნუთუ არ თვლით, რომ კრიტიკულ სიტუაციებში მსაჯები „ბარსელონას“ მხარეს არიან?

მე მიყვარს საფეხბურთო საქმეებზე საუბარი და სულაც არ მაინტერესებს ესეთი აბსურდებისა და უაზრობების განხილვა. მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ის სხვაობა , რაც ჩვენსა და მათ შორის არის, ფეხბურთელებმა მოედანზე მოიპოვეს. რაც შეეხება მსაჯების მიერ დაშვებულ შეცდომებს, ასეთი რამეები ფეხბურთში ძალიან ხშირად ხდება, ასე რომ არანაირი საფუძველი არაა მათში ვიქექოთ.

რამდენიმე თვეში თქვენ ძირითადის ფეხბურთელიდან სათადარიგოს ფეხბურთელად იქეცით. როგორ შეფასებას მისცემდით თქვემს ამჟამინდელ სტატუსს?

მე წუწუნი ნამდვილად არ მეკუთვნის. 15 წლის განმავლობაში მე თითქმის ყველა შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, ეხლა კი ბოლო სამი თვეა , რაც იშვიათად ვთამაშობ. ადრე თუ გვიან ასეთი სიტუაცია აუცილებლად დადგებოდა, ასე რომ ყველაფერი ისე უნდა მივიღო , როგორც არის. ეხლა მთავარია, უფრო თავმდაბალი უნდა ვიყო. არ მიჭირს იმის აღიარება, რომ ჩემი პარტნიორები ჩემზე უკეთ თამაშობენ და ამას ვერაფერს ვერ მოვუხერხებ. დრო ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს.

გენატრებათ თუ არა ის დროს, რომელიც არც თუ ისე შორსაა, როცა „მადრიდის რეალის“ წარმოდგენა რაულის გარეშე წარმოუდგენელი იყო?

მე ამ კლუბის ფეხბურთელი და გუნდური მოთამაშე ვარ. მე მარტო იმისთვის მინდა მუშაობა, რომ ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო მიზნების მიღწევაში და გამარჯვებებში. მე კვლავ ვთვლი, რომ კლუბისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. რა თქმა უნდა, მინდა უფრო დიდ ხანს ვითამაშო, მაგრა, ასეთ რამეს სხვებიც იტყვიან.

კლუბს შიგნით თქვენ კვლავ კაპიტნის ფუნქციების შესრულებით კვლავ ხართ დაკავებული ?თუ ძირითადში ადგილის დაკარგვამ ამაზეც იქონია გავლენა?

პასუხისმგებლობას ყოველთვის კლუბის ყველა ვეტარანი ვინაწილებდით. გიმეორებთ, რომ მე თავს კვლავ ძველებურად მნშვნელოვან ფეხბურთლად ვთვლი.

თუ ასე გაგრძელდება და სეზონის ბოლომდე სათადარიგოთა სკამის ფებხურთელი იქნებით, წასვლას ხომ არ გადაწყვეტთ?

თუ არ იცით, შეგახსენებთ, რომ ჩემი კონტრაქტი „მადრიდის რეალთან“ 2011 წელს იწურება, ასე რომ ეხლა მხოლოდ „რეალზე“ და იმ ტურნირებზე ვარ კონცენტრირებული, რომელშიც მონაწილეობას ვღებულობ. მომავალზე საუბრის დროც გვექნება.

თქვენ გაგებით მოეკიდეთ ახალ როლს?

მე მშვენივრად მესმის ის გზა, რა გზაზეც ეხლა ვდგავარ. მე ძალიან კმაყოფილი და ამაყი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ ჩემი საქციელი ძალიან ნორმალურია. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ვერ ხვდებიან შემადგენლობაში და ამიტომ მათი საქციელიც სამაგალითოა. სიტუაცია ისეთია, როგორიც არის და ამას ვერაფერს ვერ უზამ, ის უნდა მიიღო.

პელეგრინთან კარგი დამოკიდებულება გაქვთ?

მე მწვრთნელთან ძალიან კარგი დმაოკიდებულება მაქვს და ბრწყინვალედ ვიცი, თუ რა როლი მაკისრია კლუბში.

გუტის მიერ „რიასორზე“ ქუსლით გაკეთებულმა პასმა მთელი მსოფლიო შემოიარა, თქვენ რას იტყვით იმ მომენტზე?

პირველ რიგში მას უნდა მივულოცო. ბოლო შეხვედრებში ის ძალიან მაღალი დონის თამაშს უჩვენებს, რაც შეეხება იმას, თუ რაც მან ჩაიდინა „რიასორზე“, ამის გაკეთება მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ, გუტი კი სწორედაც რომ ასეთია. იმედი მაქვს ის ასე გააგრძელებს თამაშს.

როგორც იქნა, გუტიზე, როგორც ფეხბურთელზე, ალაპარაკდნენ მისი საფეხბურთო შედევრის გამო...

იმედი ვიქონიოთ, რომ ის ასე გააგრძელებს და მომავალშიც მივიღებთ მისი თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას. ის ძალიან ცოცხლად დაბრუნდა. მწვრთნელი მას ენდობა და ამის დამსახურებით, ის უფრო კარგად თამაშობს.

გუტის თქმით, მას შეუძლია ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება და მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა. იქნება ანალოგიურის თქმა თქვენც შეგეძლოთ საკუთარ თავზე?

მე „მადრიდის“ და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვარ, ასე რომ ჩემს შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მთავარი მწვრთნელი თუ მიიღებს.

ბოლო ლა ლიგის თამაშში მოედანზე თქვენი კლუბის ხუთი აღზრდილი გამოვიდა. ეს მადრიდისტებისთვის კარგი ინფორმაციაა, არა?

რა თქმა უნდა. ყოველთვის აუცილებელია, რომ კლუბში იყვნენ მისი აღზრდილები. სხვა ფეხბურთელებიც აუცილებელნი არიან, ეხლა ისინი ერთმანეთს მშვენივრად ავსებენ.

კრიშტიანო რონალდუ იმედოვნებს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გააუქმებს ორმატჩიან დისკვალიფიკაციას და მას „ესპანიოლთან“ მოედანზე გასვლის საშუალება მიეცემა.

კრიშტიანო–შესანიშნავი პროფესიონალია, მოდით მისი დისკვალიფიკაციის საკითხს მეტჯერ ნუ წამოვჭრით. ამ ეპიზოდში მას არ გაუმართლა.

ვალენსიაში და ლა კორონიაში კლუბმა სეზონში ორი საუკეთესო თამაში აჩვენა. სწორედ ამ დროს არ იყო კრიშტიანო რონალდუ? რას ნიშნავს ეს? ის გაკლიათ თუ მის გარეშეც კარგად ართმევთ თავს დავალებას?


კრიშტიანო შესანიშნავი ფეხბურთელია და ის კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო რაც შეეხება თქვენს მიერ მოყვანილ შემთხვევებს, ეს უბრალოდ გარემოებათა დამთხვევაა.

„რიასორზე“ თამაშისას კარგად გამოჩნდა, რომ კლუბი ერთი საყრდენი ნახევარმცველით უკეთ თამაშობს...

ზოგჯერ ჩვენ უფრო გახსნილად გვიწევს თამაში, ზოგჯერ კიდე გარემოებათა გამო შედარებით უფრო მძიმედ. ჩვენ ყველანაირად შეგვიძლია თამაში. მთავარია, რომ მოედანზე „მადრიდის რეალი“ უნდა დომინირებდეს. სწორედ სამეფო კლუბი უნდა უტევდეს ყველაზე მეტხანს და მეტოქეებს დიდი სიძნელეებს უნდა უქმნიდეს მისსავე დაცვის ხაზში. ჩვენ სხვადასხვა სქემებით ვთამაშობდით, „რიასორიზე“ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ,მაგრამ „ესპანიოლი“ ჩვენთან სხვა სტილით ითამაშებს, ასე რომ ვნახოთ როგორი სათამაშო სქემა დაგვჭირდება.

მაგრამ ცხადია, რომ ხაბი ალონსოს თამაში უფრო კარგად გამოდის, როცა უფრო მეტი თავისუფალი სივრცე აქვს.

ხაბი თავისი საქმის ოსტატია და მას თავისუფლად და ერთნაირად შეუძლია ითამაშოს, როგორც ერთ საყრდენ ნახევარმცველად, ასევე პარტნიორთან ერთად..

რას იტყვით კაკაზე? როდის ათამაშდება ის ისე, როგორც „მილანში“ თამაშობდა?

კაკა ძალიან ბევრს მუშაობს და დარწმუნებული ვარ , რომ გადამწყვეტ მომენტში ის თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. შეიძლება ის ეხლა არ ჩანს, მაგრამ ის ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს მოედანზე. ზოგჯერ ე.წ. შავი სამუშაოს შეფასება არ ხდება, მაგრამ მალე ის კვლავ გამორჩეული გახდება.

მომდევნო ტური შეიძლება გადამწვეტი აღმოჩნდეს „ბარსელონასთან“ ქულების სხვაობის შემცირების მხრივ...

„ესპანიოლი“ ბევრ პრობლემებს შეგვიქმნის, რადგან ამ სეზონში ისინი გასვლაზე ძალიან ცოტა ქულებს კარგავენ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაგვიჭირდება. ასე რომ აუცილებლად გვჭირდება თავდაუზოგავი შრომა, იმიტომ რომ ასე უფრო გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს.

გაგრძელდება თუ არა შაბათს გამარჯვებათა სერია ბერნაბეუზე?

თუ ტიტულისთვის ბრძოლა გვინდა, მაშინ მოედანზე ჩვენ არცერთი ქულა არ უნდა დავკარგოთ. ხოლო გასვლით შეხვედრებში კი რაც შეიძლება მცირე დოზით უნდა დავკარგოთ ქულები.


წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 5 თებერვალი 2010
  • 1924
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)