პელეგრინი: "მოგება ჩვენი ვალდებულებაა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ, "ესპანიოლთან" თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.


შემადგენლობა: "შემადგენლობის მხრივ ნამდვილად გვაქვს პრობლემები.სამწუხაროდ, რამდენიმე ფეხბურთელი უძლურია სათამაშოდ.დიდი იმექდი მაქვს, რომ სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ლაზარეთი გაცარიელებული იქნება."

კრიშტიანუ რონალდუ: "ჩვენ ველოდებით კომიტეტის გადაწყვეტილებას (როგორც იცით, სამეფო გუნდმა კვლავ შეიტანა აპელაცია რონალდუს დისკვალიფიკაციის თაობაზე."რეალში" იმედოვნებენ, რომ კომპეტენტური ორგანო "ესპანიოლთან" მატჩისათვის მოუხსნის დიკსვალიფიკაციას პორტუგალიელ ვარსკვლავს).რონი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ მის გარეშეც შეგვიძლია ღირსეულად გამოსვლა.გუნდში არა ერთი კარგი მოთამაშე ირიცხება.მე კმაყოფილი ვარ, ბოლო დროს ფეხბურთელების ასპარეზობითა და მიღწეული შედეგებით."

წინასწარმეტყველება ლა ლიგის მოგების შესახებ
: "ჩვენ რაც შეიძლება ბევრ ქულას უნდა მოვუყაროთ თავი, რამეთუ 1 დაკარგული ქულაც კი 1 ნაბიჯით გვაშორებს ლა ლიგის ტიტულს.ამ მომენტისათვის გუნდის ამოცანაა "ესპანიოლთან" გამარჯვების მოპოვება და შემდეგში "ხერესთან" თამაში.უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ჩემპიონობას."

"მოგება ჩვენი ვალდებულებაა.სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ გვაღელვებს "ბარსელონა."ისინი ჩვენზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენენ.ასევე მინდა უარვყო ის აზრი, როდესაც ამბობენ, თითქოს თითოეული შეხვედრა "რეალისათვის" ფინალის ტოლფასიაო."

"ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ რა მოხდება მომავალში.ჩემი სურვილია, გუნდმა ამ ტემპში გააგრძელოს თამაში."

ქარიმ ბენზემა: "ის ისეთევია, როგორიც მადრიდში გადმოსვლამდე იყო.გოლის გატანა კი ნებისმიერ ფეხბურთელს უადვილებს საქმეს."

ნახევარდაცვის ხაზი "ესპანიოლის" წინააღმდეგ: "პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ალონსოს მარტო მოუწევს ცეტრში თამაში.ჩვენ ასევე გვაქვს სხვა ალტერნატივაც."



dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)