ზიზუ:„კრიშტიანოს ვარჯიშზე ვერაფერს ვეტყვი, ის ყველაფერს თავად აკეთებს“

ზინედინ ზიდანმა „ეიბართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ფეხბურთელებს დავავალებ, რომ პირველიდან ბოლო წუთის ჩათვლით მოგებაზე იფიქრონ, რომ ყურადღება არ გაეფანტოთ, ეს იქნება უმთავრესი ასპექტი.“

„100%-ით დავიხარჯებით. მერწმუნეთ, არაერთი შეცდომა გავაანალიზეთ და ვეცადეთ ყველაფერი გამოგვესწორებინა, გამარჯვების დრო მოვიდა.“

„ბურთის ფლობა არ ნიშნავს იმას, რომ თამაშს მოიგებ. მთავარია ინტენსიურად და თავდადებით თამაში, ვინაიდან შედეგი სწორედ ამის საფუძველზე მიიღწევა. ბურთს ვფლობდით „ლას პალმასთან“, ასევე „დორტმუნდთან“ მეორე ნახევარში, მაგრამ 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ.“

„ისკო ალარკონი ხვალ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს. ესპანელ ფეხბურთელს არანაირი დისკომფორტი არ აქვს და მოედანზე გასასვლელად მზად არის.“

„აშკარაა, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებთ, ამიტომ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ პროგრესს ვაჩვენებთ.“

„მე არ ვარ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი. შესაბამისად, ბენზემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ. დიდიერ დეშამს ვურჩევ, რომ კარიმის რესურსი სრულიად აითვისას და გამოიყენოს.“

„კოენტრაუსთან დაკავშირებით გაუთვალისწინებელ პრობლემებს გადავაწყდით, პორტუგალიელი ოპტიმალურ ფორმამდე ისევ ვერ მივიდა. საბედნიეროდ რესურსი არსებობს, რომელსაც მარსელოს შესაცვლელად გამოვიყენებთ.“

„ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება, „ეიბარი“ ყველაფერს გააკეთებს თუნდაც 1 ქულის მოსაპოვებლად, ეს გუნდი განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან. „ეიბარს“ და „დორტმუნდს“ ნამდვილად ვერ შევადარებ, ორივე გუნდი რადიკალურად განსხვავებულია.“

„კრიშტიანო რონალდუს შრომისუნარიანობის შესახებ ყველას ყველაფერი კარგად მოეხსენება, პორტუგალიელი ფეხბურთელი გამუდმებით ვარჯიშობს და ცდილობს საუკეთესო ფორმაში შესვლას, მას არ სჭირდება რჩევა-დარიგებები, მე კრიშტიანოს ამას ვერ ვეტყვი, ვინაიდან ის გეგმაზე, დიდხანს ვარჯიშობს.“

„ხვალინდელი მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ნაკრებებში მოუწევთ გამგზავრება, 10 დღის შემდეგ კი შემოგვიერთდებიან. ლა ლიგა მცირე პაუზას იღებს, რომელიც ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და კარგად მოვემზადოთ.“

„კროოსს ვესაუბრე და პრობლემა არ არსებობს. გერმანელმა მითხრა, რომ მას ყოველ სამ დღეში თამაშის პრობლემა არ აქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 ოქტომბერი 2016
  • 5330
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)