ბენზემა პროგრესირებს

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ბოლო მატჩებში საკმაოდ კარგად თამაშობს. მას ძალიან დიდი ყურადღება ამ ბოლო დროს, რადგან როგორც იცით ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი, სადაც სამეფო კლუბი "ლიონს" შეხვდება.


რაისორზე გამარჯვება:
"დეპორტივოს ორი გოლი გავუტანე და ძალიან ვისიამოვნე ამით. თუმცა ყველაზე დიდი სიამოვნება გუტი ასისტენტობამ მომანიჭა."

ადაპტაცია:
"თავიდან გუნდთან შეჩვევა ძალიან გამიჭირდა. ბევრს ვვარჯიშობდი და როგორც იქნა თამაში გამოვასწორე. ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომ ყოველთვის კარგად ვერ ითამაშებ. არის მომენტი, როდესაც ფეხბურთელს ჩავარდნა აქვს, თუმცა შემდეგ ისევ იბრუნებენ ძველ ფორმას."

ლიონი:
"ეს მატჩი დაუვიწყარი იქნება. "ლიონში" მთელი ჩემი კარიერა გავატარე და ძალიან მიხარია, რომ ამ კლუბის წინააღმდეგ თამაში მომიწევს. ვფიქრობ ფრანგი გულშემატკივრები მე სიხარულით მიმიღებენ, რადგან მე "ლიონს" ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვეხმარებოდი."

"წელს მათ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები შეემატათ. "ლიონი" ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის კარგად ასპარეზობს. ისინი შეეცდებიან 2010 წელს რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოიპოვონ და ამისთვის არაფერს დაიშურებენ. ჩვენ ყველას ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს."

ჩემპიონთა ლიგა:
"წელს ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია მადრიდის "რეალისათვის", რადგან ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზეა. ჩვენ ძალიან გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა არც ლა ლიგას ვტოვებთ უყურადღებოდ."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: EL Gio
dle 10.1

  • Junior
  • 5 თებერვალი 2010
  • 1679
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)