მარსელო: რონალდოს გარეშეც გავიმარჯვებთ

ბრაზილიელი ახალგაზრდა ფეხბურთელი, მარსელო, აცხადებს, რომ მისი გუნდი რონალდოს გარეშეც ძალიან ძლიერია და შეძლებს გამარჯვების მოპოვებას ესპანიოლთან მატჩში. ნახევარმცველის აზრით მთავარია გუნდური სულისკვეთება და ყველაფერი გამოვა, ასევე დიდ როლს ითამაშებს საკუთარი მოედნის ფაქტორიც...


"ესპანიოლთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ქულების დაკარგვის უფლება, ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ და ველოდოთ ბარსას წაბორძიკებას, გვარდიოლას გუნდი იდეალურ ფორმაშია მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი ქულებს ადრე თუ გვიან მაინც დაკარგავენ და სწორედ ამით ვისარგებლებთ ჩვენ".

"რონალდო გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი და წამყვანი ფიგურაა, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ კრიშტიანოს გარეშეც შეგვიძლია თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება და სასურველ შედეგამდე მიყვანა, პელეგრინი შესანიშნავი მწვრთნელია და მან მშვენივრად იცის თუ როგორ მოუძებნოს პორტუგალიელს შემცვლელი".

მარსელომ ასევე ისაუბრა თანამემამულე კაკაზე.

"რიკარდო ჩემი მეგობარია, ყოველდღე ერთად ვართ და ვსაუბრობთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, კაკა უკვე აჩვენებს მაღალ კლასს და დარწმუნებული ვარ ის ბოლომდე მალე გაიხსნება, ჩემი თანამემამულე თავის საქმის პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ ,,ბლანკოსში" გაიბრწყინებს". dle 10.1

  • Hala
  • 4 თებერვალი 2010
  • 1859
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)