ზიდანი:„როდესაც კრიშტიანო რონალდუს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ის აღმატებულია“

ზინედინ ზიდანმა „ლას პალმასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ტრავმიანობაა, ჩვენ შესაბამისი რესურსი გვაქვს. გავაძლიერებთ როგორც დაცვას, ასევე თავდასხმას.“

„წინა ტურში ინტენსივობა გვაკლდა და დავისაჯეთ კიდეც. მეორე ტაიმი გაცილებით უფრო სწრაფად წარვმართეთ, თუმცა გამარჯვებამდე მისვლა ვერ მოვახერხეთ.“

„ბევრი ფიქრობს, რომ „რეალის“ ფილოსოფია ყველამ შეისწავლა, მაგრამ ჩვენ იერსახის შეცვლას არ ვაპირებთ, მადრიდის „რეალ“ საკუთარ სტილს არ უღალატებს.“

„სეზონის განმავლობაში დაახლოებიტ 60 დაპირისპირებას ვატარებთ, ამიტომ თავდასხმის ხაზში ცვლილებები ხშირი იქნება. ბენზემას, მორატას და მარიანოს სახით მაღალი დონის შემსრულებლები მყავს.“

„კეილორ ნავასი და კოენტრაუ სულ მალე დაბრუნდებიან და მადრიდულ გუნდს დაეხმარებიან.“

„3 დღეში ერთხელ თამაში არ არის იოლი. სავარჯიშო გეგმის შესრულება დიდ სირთულეებს უკავშირდება.“

„ვერ ვიტყვი, რომ „ბარსელონა“ ისე ძლიერია მესის გარეშე, როგორც არგენტინელთან ერთად.“

„მიხარია, რომ BBC-მ „ვილიარეალის“ წინააღმდეგ იასპარეზა. ეს ტრიო მადრიდული გუნდის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს. მჯერა, რომ სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ დახმარება, მაგრამ ეს ტრიო ბევრს ნიშნავს.“

„ნავასი „ბლანკოსის“ ძირითად მეკარედ ითვლება, მაგრამ ასევე შესანიშნავი კარის დარაჯია კიკო კასილიაც, რომელიც მართლაც კარგად გამოდის.“

„როდესაც ფეხბურთელები ტრავმას იღებენ, დამატებითი საფიქრალი მიჩნდება. მარსელოს და კაზემიროს არყოფნა უდიდესი დანაკლისია.“

„უკვე ვიცი, რომელ 11 ფეხბურთელს ვუხმობ სასტარტო შემადგენლობაში.“

„წინ რთული კალენდარია. „ლას პალმასთან“ მატჩის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ, რაც დასვენების საშუალებას ისევ არ მოგვცემს.“

„სუარესი? ეს ჩემი საქმე არ არის და არც ვინტერესდები.“

„ყველა პრობლემა უნდა გადავლახოთ. ჩვენ მადრიდის „რეალი“ ვართ, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის, ამისთვის ყველა ბარიერის გადალახვა გვმართებს.“

„არცერთ მოთამაშეს არ ვანსხვავებ. ვინც მადრიდში თამაშობს, ყველა ვარსკვლავია.“

„ყველაზე რთული ფეხბურთში მოტივაციის ამაღლებაა. ამ მხრივ, კრიშტიანო რონალდუს ბადალი არ ჰყავს, ის საოცარი შეგირდია. როდესაც „შვიდიანს“ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ის აღმატებულია.“

„იმედი მაქვს, ტრავმიანობა არ გაგრძელდება და წინა ხაზი არ მოიკოჭლებს. მომდევნო თვეებში ძალიან საპასუხისმგებლო მატჩები გვაქვს გასამართი.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 სექტემბერი 2016
  • 7240
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)