რაულ ალბიოლი:"ყველაფერი კარგად იქნება"

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, რაულ ალბიოლმა მცირე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი უკანა ხაზელი სამეფო კლუბის დაცვის ბურჯია, ერთ–ერთი საუკეთესო "ბლანკოსის" რიგებში. მადრიდში გადმოსვლიდან დღემდე მან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, უფრო გაიზარდა, მეტი გამოცდილება მიიღო და ნამდვილი ფეხბურთის გემო იგრძნო...


"მადრიდის "რეალი" ერთი ფეხბურთელით არ შემოიფარგლება. კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთსო მოთამაშეა, მაგრამ ჩვენს გუნდში მისი შემცვლელებიც მრავლად მოიძებნება. პირველ გუნდთან ერთად ბევრი კანტერანო ვარჯიშობს, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ, ჩემი აზრით მწვრთნელმა მათ შანსი უნდა მისცეს. სამეფო კლუბს წინსვლა პორტუგალიელი ვარსკვლავის გარეშეც ძალუძს."

"ლა კურუნიაში, შეხვედრის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით. მომავალ მატჩებშიც იგივეს ვგეგმავთ. ჩვენი ნახევარდაცვა შესანიშნავად გამოიყურება, მადრიდული გრანდი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს, ეს კი მეტწილად მწვრთნელის დამსახურებაა. იმედი მაქვს აკრეფილ ტემპს არ დავაგდებთ და წარმატებებს მივაღწევთ."

"პირადი მიღწევები არ მაინტერესებს, მთავარია ტიტულები დავისაკუთროთ. გუშინ კაპიტნებს პერესი და ვალდანო შეხვდნენ, როგორც ძირძველმა მადრიდისტებმა მოგვახსენეს, გუნდის მესვეურები ჩვენი ასპარეზობით კმაყოფილნი არიან, ეს ძალიან დიდი პატივი და უფრო დიდი მოტივაციაა. გარწმუნებთ, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება, მხოლოდ გამარჯვება და წინსვლა!!!"


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 4 თებერვალი 2010
  • 1672
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)