რეალი ვიდიჩს არ იყიდის

სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე არ შეეცდება ნემანია ვიდიჩის გადაბირებას...


რამდენიმე თვეში გუნდს დაუბრუნდება პორტუგალიელი მცველი პეპე, რომელსაც უმძიმესი ვარჯიშების შესრულება უწევს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. რაულ ალბიოლი მადრიდს და ადგილობრივს სამეფო კლუბს იდეალურად მოერგო, მისი შეცდომები იშვიათია, ესპანელი მცველი ყველა თამაშში ადასტურებს უმაღლეს საფეხბურთო კლასს, რომელიც მას აქვს.

ხორხე ვალდანო ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა იუნაიტედის ხელმძღვანელობასთნ, სერბი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა თანხაზე შეუთანხმებლობის გამო. ,,ბლანკოსის" გენერალური დირექტორის აზრით წითლები ძალიან დიდ თანხას ითხოვდნენ, ეს კი არ იყო ვიდიჩის რეალური ფასი.

როგორც ჩანს, პერესი და კომპანია, ნემანიას შეძენით აღარ დაინტერესდება რადგან დაბრუნდება პეპე, ასევე მწყობრშია და შესანიშნავად თამაშობს ალბიოლი, ეზიკელ გარაი კი მუდამ იმას ამტკიცებს, რომ პორტუგალიელ ტრავმირებულ მცველს შესანიშნავად ცვლის. ზაფხულში გუნდს კრისტოფ მეტცელდერი დატოვებს, თუმცა გუნდი მაინც ნაკლებად შეეცდება კიდევ ერთი მცველის დამატებას. dle 10.1

  • Hala
  • 4 თებერვალი 2010
  • 1362
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)