ზიდანი:„მოვუწოდებ ნეიმარს, თავი შეიკავოს პროვოკაციისგან“

ზინედინ ზიდანმა „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფენრეცია გამართა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...


„სათამაშოდ მზად ვარ, ვიცით, რომ „ვილიარეალის“ სახით რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ გუნდის თითოეული წევრი ბრძოლისთვის მზად არის, აქედან გამომდინარე, სანერვიულო არაფერია.“

„მადრიდის „რეალს“ ყოველთვის დიდი გუნდი ჰყავდა. ვერ გეტყვით, რომ ეს კოლექტივი საუკეთესოა, რადგან შეფასების გაკეთება არ შემიძლია, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დაბალანსებული და საამაყო კოლექტივი მყავს. გამიმართლა და მიხარია.“

„ამ დღეებში ვნახავთ, რა მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ კეილორ ნავასის აღდგენითი პროცესი დიდხანს გაიწელა.“

„ბეილი და კრიშტიანო რონალდუ 100%-ით მზად არიან, აქედან გამომდინარე, ნერვიულობის საფუძველი აღარ არსებობს.“

„კიკო კასილიას სრულ ნდობას ვუცხადებთ. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის კარის დარაჯია. კიკო მუდმივად იბრძვის, ბევრს ვარჯიშობს, შრომობს და მოედანზე ბოლომდე იხარჯება. მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი მსგავსი სტილის მოთამაშეებს ყოველთვის დააფასებს.“

„პეპე ხვალ არ ითამაშებს. პორტუგალიელ ფეხბურთელს 3 დღეში ერთხელ მოედანზე გასვლა ნამდვილად არ ძალუძს. საბედნიეროდ გვყავს რაფაელ ვარანი და ნაჩო ფერნანდესი. ორივე ფეხბურთელს პორტუგალიელის სრულფასოვანი შეცვლა შეუძლია.“

„„ბარსელონასა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის მატჩი დაძაბული იქნება, ორივე მაღალ დონეზე დგას და ამაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა მე მხოლოდ ჩემი გუნდის შედეგებზე ვფიქრობ.“

„კრიტიკა? ეს ხომ თანამედროვე ფეხბურთს მუდამ თან ახლავს. კრიტიკა მესმოდა მაშინაც, როდესაც მოთამაშე ვიყავი და მესმის ახლაც. მერწმუნეთ, ამაში ცუდი არაფერია. რაც არ უნდა კარგად ვითამაშოთ, ვიღაცა მაინც გამოჩნდება და იტყვის, რომ გარკვეულ ასპექტებში მოვიკოჭლეთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის გოლების გატანა და საკუთარი კარის მშრალად შენახვაა.“

„კარიმ ბენზემას პროგრესი აშკარაა. ხვალ ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. „ცხრიანთან“ დაკავშირებით არამგონია რამე შეიცვალოს.“

„როტაცია ხშირად იქნება. ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ, რომ გვჭირდებიან. ითამაშებენ ის მოთამაშეები, რომლებიც უკეთესად მოემზადებიან.“

„მე არ ვარ ნეიმარის მწვრთნელი და არანაირი კავშირი არ მაქვს მასთან, თუმცა მივმართავ და მოვუწოდებ, რომ პროვოკატორობას თავი დაანებოს.“

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გუნდის მაღალ დონეზე მომზადება. მიხარია, რომ რეკორდი დავამყარეთ, სწორედ ასეთ რეზულტატებს მოაქვს თასები, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი მოგვივია. კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როდესაც თასს მოვიგებთ.“

„ხამეს როდრიგესი ბევრს მუშაობს და გაცილებით მეტ სათამაშო წუთს იღებს, ვიდრე ცოტა ხნის წინ. კოლუმბიელი ფეხბურთელის პროგრესი აშკარაა.“
„კოენტრაუს კიდევ სჭირდება დრო, ის მალე დაგვიბრუნდება.“

„ლუკას სილვასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მისთვის ვარჯიში არ შეიძლება. ბრაზილიელი ექიმების სისტემატიური მეთვალყურეობისქვეშ იმყოფება.“

„კეილორის დაბრუნების თარიღზე საუბარი მიჭირს. ის მაშინ ითამაშებს, როდესაც ექიმები მეტყვიან, რომ ყველაფერი მწყობრშია, მანამდე „ბლანკოსის“ კარის დარაჯი ფრანცისკო კასილია იქნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 სექტემბერი 2016
  • 9368
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)