ფიგუ:„რაული „რეალის“ ყველა ვარსკვლავისთვის სამაგალითო ფიგურა იყო“

ლუიშ ფიგუმ ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


„რაულ გონსალეს ბლანკო მადრიდის „რეალის“ ყველა ვარსკვლავისთვის მისაბაძი იყო. „მერენგებში“ ირიცხებოდა ზინედინ ზიდანი, ბექჰემი, რობინიო, რონალდო, კარლოსი და სხვები, მაგრამ „ელ კაპიტანო“ განსაკუთრებული იყო.“

„არ მახსოვს ის განცდები, რომელიც „რეალში“ თამაშის დროს განვიცადე. ჩემი დებიუტი კარგი გამოდგა და გუნდმა კარგად ითამაშა.“

„კატალონიაში პირველი ჩასვლა საშინელება იყო, ქომაგებმა აურზაური მოაწყვეს, თუმცა მათ მოვუწოდე, რომ ყველაფერს გაგებით მოკიდებულიყვნენ. ის საღამო, რათქმა უნდა, უდიდესი ნერვიულობის ფონზე წარიმართა.“

„პრესა ხშირად მაკრიტიკებდა, ის წლები ურთულესად მიმდინარეობდა. ახლაც კი ვკითხულობ ინფორმაციებს, სადაც მაკრიტიკებენ.“

„მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდი ბედნიერება და განცდები იყო.“

„როდესაც „ბარსელონას“ კაპიტანი ხარ და იგებ, რომ შენით „რეალი“ ინტერესდება, პირველ რიგში გაკვირვებული ხარ. როდესაც აგენტს ვესაუბრე, ბევრი დეტალი განვიხილეთ, შემდეგ კი მას დავავალე, რომ მოლაპარაკებები დაეწყო. ყველაფერი იმავე ღამეს გადაწყდა.“

„ბექჰემთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ გუნდში უძლიერესი ფეხბურთელი მოვიდა, მაგრამ ის გარკვეულწილად ჩემი კონკურენტიც იყო.“

„რონალდო? ბრაზილიელი ნამდვილი ფენომენია.“

„კრიშტიანო რონალდუმ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. „შვიდიანს“ მადრიდში უდიდეს პატივს სცემენ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 13 სექტემბერი 2016
  • 2483
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)