სარაბიასთვის ახალი კონტრაქტი მზადდება

"რეალ მადრიდ კასტილიას" ფეხბურთელი, პაბლო სარაბია, საკმაოდ ცნობილია თავისი თამაშით.ახალგაზრდა მოთამაშეზე ნელ-ნელა იზრდება ინტერესი, ევროპული გრანდების სკაუტების მხრიდან.


სამეფო გუნდში სასტიკად გამორიცხავენ პაბლოს გუნდიდან გაშვებას, მეტიც, ფეხბურთელისა და გუნდის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს.საქმიანი ვახშამი სარაბიასათვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას ითვალისწინებდა.სავარაუდოთ, "თეთრები" 5 წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ ერთ-ერთი ნიჭიერ "კასტილიელს."

როგორც უკვე მოგახსენეთ, ევროპული გრანდები, განსაკუთრებით ინგლისელები, ძალზედ დაინტერესებულნი არიან სარაბიას ტრანსფერით.ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, "ლივერპულისა" და "არსენალის" თავკაცები, პაბლოს სამომავლოდ თავიანთ შემადგენლობებში განიხილავენ, თუმცა შესაძლოა მერსესაიდულ-მეთოფეურ ოცნებებს რამდენიმე დღეში ახალმა კონტრაქტმა დაასვას დაღი.

თავად მოთამაშე თავის ინტერვიუებში აცხადებს, რომ სამეფო გუნდში ბედნიერად გრძნობს თავს.აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში სარაბია არა "კასტილიას," არამედ "ჟუვენილ ბ"-ს რიგებში გამოჩნდა, სადაც "ატლეკოელ" თანატოლებთან მატჩში ეხმარებოდა ყოფილ თანაგუნდელებს.საბოლოოდ, "რეალის" ახალგაზრდებმა 1-0 მოიგეს ესოდენ მნიშვნელოვანი დერბი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)