რაულის პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" ცოცხალმა ლეგენდამ, რაულმა სამეფო კლუბში მის მდგომარეობაზე ისაუბრა.


"ჩემი მდგომარეობა "რეალში" არ არის კარგი. 15 წლის განმავლობაში მე თითქმის ყველა მატჩში ვთამაშობდი, ახლა კი სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი. ჩემთვის ეს გასაგებია, რადგან ყველა ფეხბურთელის კარიერის ბოლოს ასე ხდება და ეს დრო ადრე თუ გვიან ყველასთვის მოვა. მართალია სტადიონზე დიდ ხნით არ გამოვდივარ, თუმცა მთელი გულით და სულით ვცდილობ ჩემი გუნდის დახმარებას, მაშინაც, როდესაც მე თადარიგში ვარ. გუნდი შესანიშნავ ფორმაში. მე ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, რათა ჩემს გუნდს გამოვადგე. ყოველთვის მზად უნდა იყო სტადიონზე გამოსასვლელად და ჩემ შემთხვევაში ეს ასეა."

"მადრიდის "რეალი" ორ ტურნირზე მონაწილეობს და ჩემი დიდი სურვილია ამ ტურნირებში გამარჯვება. ასევე მე დიდი დრო მაქვს ჩემს მომავალზე საფიქრალად."

"გუნდი შესანიშნავად თამაშობს. ჩვენ სეზონის შუა პერიოდში შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იბრძვის და იმედი მაქვს ეს ბრძოლა მათ დაუფასდებათ."

"ბარსელონა ლა ლიგის ლიდერია. კატალონიელებმა პირველი წრე ყველაზე კარგად ჩაატარეს და მათ ჩვენ ხუთი ქულით გაგვისწრეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი კლუბი მეორეზეა დამოკიდებული."

რაულის პრესკონფერენცია


"მადრიდის "რეალი" ჩემი ცხოვრებაა. ძალიან მინდა ესპანეთის ნაკრებში ისევ გამომიძახონ და ჩემს კარიერაში ბოლო მსოფლიო ჩემპტიონატი ჩავატარო."

"გუტი გენიოსია, რაც მან რაისორზეც დაამტკიცა. იმედი მაქვს იგი რეგულარულად გააგრძელებს ასე თამაშს. ერნანდესი ნამდვილი მადრიდისტაა. იგი სტადიონზე თავს კომფორტულად გრძნობს და სწორედ ამიტომ თამაშობს ასე კარგად."

"კაკა ძალიან ბევრს მუშაობს თავის თავზე, მართალია იგი ამჟამად არ ბრწყინავს, მაგრამ იმედი მაქვს რიკარდო მადრიდის "რეალის" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდება."

"რაც შეეხება გუნდის ერთობლივ თამაშს, მე კმაყოფილი ვარ. "რეალი" ყველა პოზიციაზე შესანიშნავად თამაშობს. ჩვენ შეტევებს სწრაფად ვანვითარებთ, ახლა მთავარია მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და გოლები გავიტანოთ."

"ესპანიოლმა ძალიან ბევრი ქულა დაკარგა. ისნი გასვლაზე ძალიან კარგად თამაშობენ. მე დარწმუნებლი ვარ, რომ კატალონიელი ფეხბურთელები თავდაუზოგავად იბრძოლებენ. თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ვარჯიშს და არაფერს დავიშურებთ ამ მატჩის მოსაგებად. ყველა შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

"ყველამ კარგად ვიცით, რომ სახლში ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ როგორც საშინაო, ასევე გასვლით მატჩებში. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: EL Gio
dle 10.1

  • Junior
  • 2 თებერვალი 2010
  • 2216
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)