ზიდანი:„კარგი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია“

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის პირველი ტურისთვის პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ ურთულესი წელი გველის, მაგრამ გამოწვევებისთვის მზად ვართ. ლა ლიგაში კარგი სტარტი აუცილებელია. ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს იმისათვის, რომ სასურველ ფორმაში ჩამდგარიყვნენ „ანოეტაზე“ გამოსვლა საუკეთესო იყოს.“

„ვიცით, რომ სან სებასტიანში თამაში იოლი არ არის. ბასკები „ანოეტაზე“ ბრწყინვალედ გამოდიან, მათი ქომაგები კი 90 წუთის მანძილზე მხურვალე მხარდაჭერას გამოხატავენ. სირთულეებს ვითავისებთ და ვიცით, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთის თამაშის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ.“

„ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ მათ მომატება შეუძლიათ. ამჟამინდელ შემადგენლობას ნამდვილად არაფერი სჭირდება, მაგრამ 31 აგვისტომდე, შესაძლოა მატებაც იყოს.“

„გარეთ ბეილი წლიდან წლამდე უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება. უელსელი გუნდს ყველა ასპექტში ეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

„კაზემირო? ბრაზილიელი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ სეზონის ყველა მატჩს ვერ ითამაშებს, თუმცა ასე არც არის საჭირო. როტაცია არამხოლოდ შემადგენლობაში, არამედ ტაქტიკაშიც საჭიროა. ჩვენ გვყავდა მარკოს ლორენტე, მაგრამ იჯარით გავუშვით, რადგან მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა.“

„ლა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. მადრიდის „რეალს“ 2011 წლის შემდეგ შიდა ჩემპიონატი არ მოუგია, ამიტომ წლეულს ძალიან ბევრს ვიბრძოლებთ, თუმცა სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ასე არიან „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“, ამიტომ კონკურენცია დიდი იქნება.“

„კარგად ვიცი, რა გამოწვევები დგას მადრიდის „რეალის“ წინაშე, ამიტომ ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო.“

„კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით განსაკუთრებულს ვერაფერს მოგახსენებთ. ვადებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან პორტუგალიელს აღდგენითი პროცესისთვის დრო კიდევ სჭირდება. მიხარია, რომ „შვიდიანი“ გაზონზე გადის და ვარჯიშობს, ეს უკვე დიდი მიღწევაა. არ ვიცი, წავა თუ არა რონალდუ ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მისი მდგომარეობა იმ კონდიციამდეა მისული, რომ ამხელა დატვირთვა მიიღოს. კრიშტიანოს „სელტასთან“ თამაში? არამგონია.“

„შემადგენლობის მხრივ აშკარა პრობლემები გვაქვს. სამწუხაროდ, კარიმ ბენზემაც გამოგვაკლდება. ფრანგს ვესაუბრე, შემდეგ კი შეხვედრა ექიმებთან გავმართე. აღსანიშნავია, რომ „ცხრიანის“ მოედანზე გასვლა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, ამიტომ თავის შეკავება ვარჩიე.“

„რაც შეეხება ასენსიოს და მორატას. ორივე ფიგურას დიდ პატივს ვცემ. მე მათი მეიმედება და ღრმად მწამს, რომ გუნდს გამოადგებიან.

„მარიანო უდიდესი ტალანტის მქონე ფიგურაა. ეს ფეხბურთელი „რეალს“ აღარ დატოვებს, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. მარიანო აუცილებლად მიიღებს იმდენ სათამაშო დროს, რაც განვითარებისთვის საჭიროა.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 აგვისტო 2016
  • 7736
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)