ასენსიო:„ზიდანი ჩემი კუმირია“

მარკო ასენსიომ პრეზენტაციის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. სულ ახალი მოსული ვარ, მაგრამ უკვე მოვახერხე ევროპის სუპერთასის მოგება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის.“

„ოჯახთან მოშორება არ მომიწევს, სადაც არ უნდა ვიყო, თითოეული წევრი ჩემთან ერთად იქნება, ვინაინდა მათი დახმარება მჭირდება. ზინედინ ზიდანს არაერთხელ ვისაუბრე, ის ჩემი კუმირია და მირჩევს, რომ სიმშვიდე შევინარჩუნო და გუნდზე ვიფიქრო.“

„აგონიაში ჩავარდნის და ემოციებზე აყოლის დრო ახლა ნამდვილად არ არის, ამიტომ სჯობს, საქმეს მივხედო.“

„შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს, რომელთაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში, ამიტომ იმას გავაკეთებ, რასაც მწვრთნელი დამავალებს.“

„ძალიან ამბიციური ფეხბურთელი ვარ და მსურს, რომ თითოეული წუთი გამოვიყენო წარმატების მისაღწევად. დიდ პატივს ვცემ მესუთ იოზილს, ისკოს, დავიდ სივლას და სხვებს, ვინაიდან ვთვლი, რომ უმაღლესი დონის ნახევარმცველები არიან.“

„თითოეული მოთამაშე განსხვავებული სტილისაა და საკუთარი ელფერი აქვს. ჩემ თავს არავის ვამსგავსებ და ვთვლი, რომ საკუთარ სტილში თამაში უპრიანი იქნება.“

„ძალიან შეკრულ კლუბში მოვხვდი, აქ დარჩენა ნამდვილად მსურდა და ბედნიერი ვარ, რომ „ბლანკოსის“ ფეხბურთელის რანგში გესაუბრებით.“
dle 10.1

  • Hala
  • 16 აგვისტო 2016
  • 1947
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)