ფლორენტინო პერესის სიტყვა მორატას პრეზენტაციაზე

ფლორენტინო პერესმა ალვარო მორატა ოფიციალურად წარადგინა...


„მოგესალმებით მადრიდისტებო, დამსწრე საზოგადოება. მივესალმები ალვარო მორატას და მის ოჯახს. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა. მადრიდის „რეალი“ ოფიციალურად
გამცნობთ, რომ მომდევნო სეზონიდან მორატა ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს. ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდით, ვინაიდან ალვარო შემოგვემატა. შარშანდელმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო წინსვლა გვსურს, ამიტომ ვძლიერდებით.“

„მაღალი მოთხოვნების და დიდი კონკურენციის გამო, ყველას არ ძალუძს მადრიდის „რეალის“ მთავარი გუნდის მაისურის მორგება, მაგრამ ალვარომ ეს მოახერხა, ვინაიდან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. იტალიაში მორატამ დიდი გამოცდილება მიიღო, რომელსაც ახლა მშობლიურ კლუბს მოახმარს. დარწმუნებული ვარ, თითოეული მადრიდისტა ბედნიერია, რადგან ჩვენი აღზრდილი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.“

„მე ზინედინ ზიდანთან ერთად დიდი პროექტების განხორციელებას ვგეგმავ და ეჭვი არ მეპარება, რომ ალვარო ამ დიდი წარმატების მონაწილე და ერთ-ერთი შემოქმედი იქნება. მიხარია, რომ „კანტერანო“ ისევ ჩვენთან ერთადაა.“
dle 10.1

  • Hala
  • 15 აგვისტო 2016
  • 2458
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (84)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)