რატომ არ ახორციელებს ტრანსფერებს ფლორენტინო პერესი?

მადრიდისტებში უკვე დიდი ხანია დაიბადა კითხვა, თუ რატომ არ ახორციელებს ფლორენტინო პერესი ტრანსფერებს...


მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო სანქციებს ვერ აცდებოდა, ჟურნალ-გაზეთები არაერთი ინფორმაციით აჭრელდა, რომელის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ ზაფხულში ძალიან დიდ თანხას დახარჯავდა და შემადგენლობას გააძლიერებდა, ვინაიდან მომდევნო 2 სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის ფეხბურთელთა შეძენას ვერ მოახერხებს, თუმცა როგორც სჩანს, დედაქალაქური კლუბის ადმინისტრაცია სხვაგვარად ფიქრობს.

კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პერესს მომდევნო სეზონში ლა ლიგის მოგება აქვს მიზნად დასახული და თვლის, რომ ამ შემადგენლობას შიდა ჩემპიონატის მოგება თავისუფლად შეუძლია, სწორედ ამიტომ არ აქტიურობს და აქცენტს იმ ფეხბურთელებზე აკეთებს, რომლებიც კოლექტივში ახლა ირიცხებიან.

ასევე არსებობს მეორე მიდგომა, რომელიც ახალგაზრდების მთავარი გუნდში თამაშზეა ორიენტირებული. მაგალითად მარიანო, რომელიც მართლაც დიდ პროგრესს აჩვენებს და მთავარ გუნდში თამაშის კანდიდატია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პერესმა 1 წლიანი იჯარით არაერთი ფეხბურთელი გაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონის ბოლო „ბლანკოსს“ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დაუბრუნდება, რომელიც აქამდე „კასტილიას“ ღირსებას იცავდა. გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მარკოს ლორენტე ერთი წლის განმავლობაში „ალვესის“ ღირსებას დაიცავს.

ჯერ-ჯერობით უცნობია მარტინ ოდეგაარის მომავალი, თუმცა თუ ტრანსფერი არ გაიჩარხა, არ არის გამორიცხული, რომ ნორვეგიელი მთავარ გუნდში დარჩეს.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. პერესს ზუსტად 20 დღე აქვს იმისათვის, რომ კოლექტივის გაძლიერება შეძლოს და მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში ამ შემადგენლობამ სიძლიერე არ დაკარგოს.

„ბლანკოსს“ მომდევნო ზამთრის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა არ შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერების განხოციელებას 2018 წლის იანვარში შეძლებს, მაგრამ ასევე აღსანიშნავია, რომ ზამთარში მაღალი დონის ფეხბურთელთა შეძენა იოლი საქმე არ არის. 2018 წლის ზაფხულამდე კი ზუსტად 2 წელია დარჩენილი. dle 10.1

  • Hala
  • 11 აგვისტო 2016
  • 8832
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)