„რეალის“ პოზიცია იოზილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ცნობილია

Don Balon იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ მესუთ იოზილის დაბრუნებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა...


სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან კარგად ესმის, რომ გერმანელი ნახევარმცველი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი ხედვები, მანევრი და სხვა მონაცემები ნებისმიერი კლუბის ხელმძღვანელობას აღაფრთოვანებს, თუმცა დედაქალაქში ფიქრობენ, რომ 2013 წელს განვითარებული მოვლენები დავიწყებას არ უნდა მიეცეს. მაშინ მესუთი გუნდიდან გაიქცა, ვინაიდან რამდენიმე მატჩში კარლო ანჩელოტიმ მოედანზე ისკო გაიყვანა, იოზილი კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

იოზილს როგორც სჩანს, ტიტულების მოგება სწყურია და მადრიდში დაბრუნებაზე ოცნებობს. უკვე 3 წელია მესუთი მადრიდს დაემშვიდობა, ამ ხნის განმავლობაში კი „ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერთასის მოგება 2-ჯერ შეძლო, ასევე „მერენგების“ აქტივშია სამეფო თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

მადრიდში მიიჩნევენ, რომ ნახევარდაცვაში კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ასენსიო, კოვაჩიჩი, ისკო და ხამეს როდრიგესი საკმაოდ დიდ რესურსს წარმოადგენს, ამიტომ იოზილის დაბრუნება არ განიხილება.

ინფორმაცია ოფიციალური რაღა თქმა უნდა არ არის, აქედან გამომდინარე, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 11 აგვისტო 2016
  • 5273
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)