გუტი:"ეს პასი არასოდეს დამავიწყდება"

ამას ყველა აღიარებს, ხოსე მარია გუტიერესი დიდებულ ფორმაშია. აღსანიშნავია "დეპორტივოსთან" ასპარეზობა, ქუსლით პასი და არაჩვეულებრივი გოლი, გუტისა და ბენზემას შესრულებით. ამ გატანილ ბურთს არასოდეს არავინ არ დაივიწყებს, ეს იყო ისტორიული და ზღაპრული სილამაზის გოლი...


"როგორც გულშემატკივარი ამბობს, ძალიან ლამაზი გოლი გავიტანეთ. ეს მართლაც ასე იყო, ჩვენ შევძელით და 18 წლიანი შესვენების შემდეგ, "დეპორტივო" საკუთარ მოედანზე დავამარცხეთ. ეს უბრალო გამარჯვება არ ყოფილა, ეს იყო ულამაზესი და უმნშინვნელოვანესი მოგება, რომელსაც არავინ არ დაივიწყებს. ბენზემას მოძრაობა თავიდანვე დავაფიქსირე, პასის მომენტში 100%–ით დარწმუნებული ვიყავი, რომ კარიმი გოლს გაიტანდა. ყველას გვინდოდა რაიმე განსკაუთრებული გაგვეკეთებინა, ეს ასეც მოხდა, იმედი მაქვს ყველა ნატვრა და სურვილი ასეთივე წარმატებით აგვისრულდება."

"ქუსლით პასი, ასეთ მომენტში ბევრმა ცუდად გაიგო, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ეს არც მეტოქის შეურაცჰყოფა იყო და არც მათ მიმართ უპატივცემულობა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც იმ მომენტში უნდა მიმეღო. მართლაც კარგი შეხვედრა იყო, რომელშიც მადრიდს "რეალს" უნდა მოეგო."

"ბევრმა თანაგუნდელმა შემაქო, მაგრამ ზოგმაც სულელი მიწოდა. მართალია, გავრისკე, მაგრამ ესაა ჩემი სტილი. გუტისთვის, მთავარი პრიორიტეტი ლამაზი თამაშია, ყოველთვის ვცდილობ რაიმე არაორდინალური და განსაცვიფრებელი გავაკეთო, ფეხბურთის შარმი სწორედ ამაშია."

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემმა ასეთმა მოქმედებამ გულშემატკივარი აღფრთოვანებაში მოიყვანა. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ასე გავრისკავდი, რომელიმე თამაშში, მაგრამ ასეთი ლამაზი კონტრშეტევა, სწორედ ასეთ დაგვირგვინებას მოითხოვდა."

"ცენტრში თამაში კარგად გამომივიდა, იმედი მაქვს მომავალ შეხვედრაშიც იგივე პოზიციაზე დავრჩები. მადრიდის "რეალი" ფორმაში შედის, ბევრს ჰგონია, რომ კატალონიის "ბარსელონა" ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ახლო მომავალში სამეფო კლუბი "ბლაუგნარაზე" მაღალი ხარისხის თამაშს შემოგთავაზებთ. სეზონი დასკვნით ეტაპში შედის, იმედი მაქვს ჩემპიონობი გავხდებით. პრიმერას ლიდერი "ბარსელონაა", მაგრამ დარწმუნებული ვარ კატალონიელებიც დაკარგავენ ქულებს და "თეთრები" პირველ ადგილს დაიკავებენ." dle 10.1

  • kevlisha
  • 1 თებერვალი 2010
  • 2234
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)