მომდევნო 2 კვირაში მადრიდის „რეალი“ 4 ფეხბურთელს დაიმატებს

ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალი“ აქტიურ ფაზაში შედის...


საუბარია 4 ფეხბურთელის დამატებაზე, რომელთა ტრანსფერსაც ფლორენტინო პერესი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განახორციელებს.

პირველი ფეხბურთელი ჟულიან დრაქსლერი უნდა იყოს. „ვოლფსბურგთან“ მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს, თუ რამე სხვა გარემოება არ გამოიკვეთა, გერმანელი წინახაზელი მადრიდის „რეალის“ ღირსებას დაიცავს.

მეორე ფეხბურთელად მუსა სისოკო განიხილება, თუმცა ნახევარმცველთა სიმრავლიდან გამომდინარე, „ბლანკოსმა“ შესაძლოა ფრანგზე უარი თქვას.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზიზუ მარსელოს შემცვლელსაც იყიდის, თუმცა უცნობია, რომელ ფეხბურთლზე შეჩერდება აქცენტი. პირველი ვარიანტის მიხედვით კოლექტივში დაბრუნდება და აღარსად წავა ფაბიო კოენტრაუ, მეორე ვარიანტი კი რიკარდო როდრიგესია. პერესის ფავორიტი დავიდ ალაბა გახლავთ, თუმცა „ბაიერნთან“ შეთანხმება ვერ ხერხდება.

მიუნხენურ გიგანტს ასევე მტკიცე უარი აქვს ნათქვამი რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვაზე, თუმცა პერესი ამ მიმართულებით მაინც აქტიურად მუშაობს.

ცნობილი ხდება, რომ ფეხბურთელთა შესაძენად ბიუჯეტიდან თანხა უკვე გამოყოფილია.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას... dle 10.1

  • Hala
  • 9 აგვისტო 2016
  • 7898
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (82)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)